პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1 340 გამოიყოფა

პარკირება

პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში,  დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, უფასო პარკირებით სარგებლობისთვის სისტემაში რეგისტრაცია ადგილობრივ მცხოვრებლებს კვლავ შეუძლიათ.

 

„მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უფასო პარკირებისთვის სისტემაში რეგისტრაცია 1-ელი ივლისიდან დაიწყო. დღესაც არის შესაძლებლობა, რომ მივიხდეთ საინფორმაციო ჯიხურებში და ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან, ხელს შეგიწყობენ იმისთვის, რომ შემდგომში თქვენივე საცხოვრებელ სახლებთან ავტომობილის პარკირება შეძლოთ ყოველგვარი გადასახადის გარეშე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 340 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის, 14 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო  ელექტრომობილის დამუხტვისთვის - ორი ადგილი.

 

„შეგახსენებთ, რომ პარკირება ადგილობრივი მოსახლეოებისთვის უფასოა. ამისთვის მათ სისტემაში თავიანთი ავტომობილები უნდა დაარეგისტრირონ, რის შემდეგაც 100 მეტრის რადიუსში უფასოდ შეძლებენ ორი სატრანსპორტო საშუალების პარკირებას. დანარჩენ შემთხვევებში, პარკირების ღირებულება შეადგენს ერთი საათი ერთ ლარს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

მისივე განმარტებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შშმ პირთათვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის მთელი ქალაქის მასშტაბით უფასოა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეუფე გრიგოლი
„ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები“ - მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც. სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია...

საზოგადოება 1776689877

მსოფლიო
„კოდირება და აგენტურული ამოცანები“ - შავი სიის მიუხედავად, აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტო Anthropic-ის Mythos-ს იყენებს

Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...

მსოფლიო 1776688704

კალაძეე
„წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო“ - კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც  დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...

პოლიტიკა 1776686930

კახა კალაძე
„სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...

საზოგადოება 1776686637

ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელელი სამხედროს მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას "მკაცრად გმობს" ისრაელის პემიერი ნეთანიაჰუ - „აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული იყო“

ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...

მსოფლიო 1776686624

კახა კალაძე1
„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ინვესტიციებით, გადასახადებით და ყველა სხვა კომპონენტით საინტერესო ქვეყანაა“ - კახა კალაძე თბილისში Trump Tower-ის  პროექტზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება. კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან  Trump Tower Tbilisi -...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776686272