პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში“ კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საზოგადოება • 1709292539
თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში“, წინამძღვრიშვილის N1-ში მდებარე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და ფონდის ხელმძღვანელ გიორგი პაპავასთან ერთად გაეცნო.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ძეგლის რეაბილიტაციით 75 ოჯახის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება.
„წინამძღვრიშვილის N1-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ერთ ნაწილს რეაბილიტაცია უტარდება, მეორე ნაწილი კი ჩამოინგრა და თავიდან აშენდა. წლის ბოლოს მთლიანად, თავისი რემონტით უნდა იყოს დასრულებული სამუშაოები. 75 ოჯახი ელოდება ამ პროექტს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძეგლების რეაბილიტაცია და განახლება. ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ დედაქალაქში და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ პროცესს. ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელსაც სჭირდება გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა. ბევრი ძეგლია დედაქალაქში, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. გვინდა, რომ ეტაპობრივად განვაახლოთ და ეს სიმდიდრე შევუნარჩუნოთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მიმდინარე სამუშაოებს ასევე გაეცნენ ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, საქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ჩიკვილაძე.
შენობას ჩაუტარდა კონსტრუქციული გამაგრებისა და ფასადის რესტავრაციის სამუშაოები, ასევე მოეწყო აივნები და ხის კარ-ფანჯარები.
პროექტი ასევე ითვალისწინებს შენობის სახურავის აღდგენას, სახურავის წყალსაწრეტი სისტემის მოწყობას, ეზოში არსებული ხის აივნების, კიბეებისა და შუშაბანდების რესტავრაციას, სახურავზე არსებული შუქფარნების რესტავრაციას, ეზოში არსებული ლითონის კიბეების რესტავრაციას, დაზიანებული ლითონის ორფრთიანი ჭიშკრის რესტავრაციას, სადარბაზოს ხის კარების რესტავრაციას, ელექტრომომარაგების ქსელის განახლებას, როგორც შიდა, ასევე გარე წყალმომარაგებისა და წყალარინების მოწესრიგებას, ეზოს კეთილმოწყობას.
თბილისის განვითარების ფონდმა ინდივიდუალური ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, წინამძღვრიშვილის N1-ში სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2024 წლის ბოლომდე დაასრულებს.
შესრულებული სამუშაოების ღირებულება 15 მლნ ლარზე მეტია.
ივანიშვილი ძალიან მძიმე დაასრულებს, „ოცნება“ კი გაქრება, როგორც გაქრა ყველა სახელისუფლებო პარტია ამ ქვეყანაში,“ოცნებაც“ აღარ იარსებებს, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებიან - ამის შესახებ თავდავის ექსმინი...
პოლიტიკა • 1768968659
საქართველოს ბანკი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1768968017
“სომხეთი და აზერბაიჯანი. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას”. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი, მრავალი წელი იბრძოდნენ. და მოვახერხე ორივ...
მსოფლიო • 1768967629
"თუ [მაკრონი] მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და "მშვიდობის საბჭოში" ამის შემდეგ მაინც შემოვა" | ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი,...
მსოფლიო • 1768967470
"ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" | თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე
მსოფლიო • 1768967082
ნაცმოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი თინა ხიდაშელის ,,ტვ პირველთან” ინტერვიუს ეხმაურება, სახაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ადეიშვილსა და მერაბიშვილს ისე ექცეოდა, როგორც არა...
სოცმედია • 1768966842











