პროჯექტ გრუპი - წამყვანი საპროექტო კომპანია საქართველოში
საზოგადოება • 1759484892
პროჯექტ გრუპი არის წამყვანი საპროექტო კომპანია, რომელიც საქართველოს არქიტექტურულ და ენერგეტიკულ ბაზარზე 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს. ორგანიზაცია სპეციალიზირებულია სამი ძირითად მიმართულებით: ენერგო მომარაგება და არქიტექტურული პროექტირება კომპანიის ფილოსოფია ემყარება კომპლექსური და ხარისხიანი მომსახურების კონცეფციას. თანამედროვეობაში, როდესაც მშენებლობითი ან ენერგეტიკული პროექტის განხორციელება მოითხოვს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების კოორდინაციას, პროჯექტ გრუპი გთავაზობთ ერთიან პლატფორმას, სადაც ყველა საჭირო სერვისი ხელმისაწვდომია ერთი პარტნიორისგან.
გუნდი და კვალიფიკაცია
კომპანიის წარმატების საფუძველი არის გამოცდილი მენეჯმენტი და მრავალპროფილიანი გუნდი, რომელიც აერთიანებს არქიტექტორებს, ინჟინრებს, ელექტრიკოსებს და პროექტ მენეჯერებს. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად ადევნებენ თვალს ინდუსტრიის განვითარებას და ითვისებენ უახლეს ტექნოლოგიებს, რათა კლიენტებს შესთავაზონ ინოვაციური და ეფექტური გადაწყვეტილებები.
პროჯექტ გრუპის მომსახურებები სპექტრი მოიცავს, როგორც საცხოვრებელი შენობების პროექტირება და ინტერიერის დიზაინს, ასევე მასშტაბურ ინდუსტრიულ პროექტებს. კომპანია ახორციელებს გენერატორებისა და ტრანსფორმატორების მონტაჟს, ქვესადგურების დაგეგმარებასა და მშენებლობას, გრგ-ს და გაპ-ის მომზადებას, ელექტრო დაქსელვის სამუშაოებს და სრულ ინდუსტრიულ ელექტრო მომსახურებას.
თანამშრომლობა წამყვან კორპორაციებთან
ბაზარზე მრავალ-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, “პროჯექტ გრუპმა” დაამყარა სანდო თანამშრომლობა საქართველოს წამყვან კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს წარმატებულ პროექტებს ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორებიცაა “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი”, “თელმიკო”, “ენერგო პრო ჯორჯია”, “ავერსი” “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” და ა.შ.
კომპანია ასევე თანამშრომლობს ისეთ მსხვილ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: “საქართველოს რკინიგზა”, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”, “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” და “შინაგან საქმეთა სამინისტრო”.
ინოვაციური მიდგომა და ხარისხზე ორიენტაცია
კომპანიის პროექტები გამოირჩევა თანამედროვე, ინოვაციური მიდგომით და მრავალფეროვნებით. პროჯექტ გრუპი, იყენებს მხოლოდ ხარისხიან მასალებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს, თანამშრომლობს რჩეულ მომწოდებლებთან და უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების დაცვას ყველა პროექტში.
კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს დამკვეთ ორგანიზაციებთან პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე. ეს მიდგომა იძლევა საშუალებას, რომ საბოლოო შედეგი მაქსიმალურად მორგებული იყოს კლიენტის სპეციფიკურ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტიპის საპროექტო მომსახურება შესრულდეს გეგმის მიხედვით და ჩაბარდეს შეთანხმებულ ვადებში.
მომავლის ხედვა
პროჯექტ გრუპის მთავარი მიზანი არის შექმნას სახელი, რომელიც ასოცირებულია დროულ და ხარისხიან მომსახურებასთან. კომპანია აგრძელებს განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და სერვისების სპექტრის გაფართოებას, რათა კლიენტებს შესთავაზოს ყოველთვის უახლესი და ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებები საქართველოს სამშენებლო და ენერგეტიკულ ბაზარზე.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი იმ მღვდელმთავართაგან ერთ-ერთია, ვინც სინდისის პატიმრების შეწყალებაზე პატრიარქის მხრიდან საუბრის დაწყებას ემხრობა. როგორც სასულიერო პირმა “ტვ პირველი...
საზოგადოება • 1778607897
„მე არაემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერს ჩვეულებრივ ვხედავ და მიხარია. მე რომ ვიყო ციხე არ მექნებოდა, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე საერთოდ იმას ვიძახი, ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილ...
პოლიტიკა • 1778601240
უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო | ინფორმაციას The Moscow Times პროსამთავრობო გამოცემა Kommersant-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778601094
შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება | ამის შესახებ კომპანიამ Starring Georgia შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. საუბარია...
პოლიტიკა • 1778601017
„ჩვენ მოვახდენთ ნაწილებისა და შეიარაღებული ძალების წერტილოვან მობილიზებას, რომ ისინი ომისთვის მოვამზადოთ. ღმერთმა ქნას, რომ მისი თავიდან აცილება მოხერხდეს. ჩვენ ვემზადებით ომისთვის“ | განაცხადა ბელარუ...
მსოფლიო • 1778600936
ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: როგორ ივსება პატიმრების ბარათები რომ იცოდეთ.სინდისის პატიმრები სრულად ჩემი პასუხისმგებლობაა. პირველი დღიდან ამ წუთამდე.4 ოქტომბრის პატიმრები რომ დაგვემატნენ, გამორიცხ...
სოცმედია • 1778600879












