ქართველი ფოტოხელოვანი ბაკურ თვრინელი ნიუ-იორკში ახალ სივრცეს ქმნის - ფოტოგრაფია, გალერეა და კულტურული დიალოგი
საზოგადოება • 1768640523
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგენლები, პროდიუსერები, ფოტოგრაფები, გამომცემლები და თანამედროვე არტისტები.
The White Loft წარმოადგენს ფოტოსტუდიას, გალერეასა და ღონისძიებების სივრცეს, რომელიც ფოტოგრაფიასა და ვიზუალურ კულტურას ეძღვნება. სივრცის კონცეფცია ეფუძნება ფოტოგრაფიის დაფასებას, მის მხარდაჭერასა და კულტურულ თუ ბრენდულ ინიციატივებთან ორგანულ კავშირს.
„The White Loft შეიქმნა როგორც სივრცე, რომელიც ფოტოგრაფებსა და ხელოვანებს ერთმანეთთან აკავშირებს, ხელს უწყობს დიალოგს და ახალ ხედვებს უყრის საფუძველს“, - აცხადებს ბაკურ თვრინელი.
სტუდიის გახსნისას ბაკურ თვრინელმა ასევე აღნიშნა, რომ The White Loft ქმნის პლატფორმას თანამშრომლობისა და შემოქმედებითი გაცვლისთვის. ასახავს ნიუ-იორკის არტისტული საზოგადოების ენერგიას, მრავალფეროვნებასა და ინოვაციურ სულს.
The White Loft უკვე პოზიციონირდება, როგორც ახალი მნიშვნელოვანი სივრცე ნიუ-იორკის თანამედროვე ფოტოგრაფიული და ვიზუალური კულტურის რუკაზე და ქმნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო შემოქმედებითი თანამშრომლობისთვის.
ვინ არის ბაკურ თვრინელი
ბაკურ თვრინელი არის ქართველი ფოტოხელოვანი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან მოდისა და კულტურის გამოცემებთან. მისი შემოქმედება გამოირჩევა კონცეპტუალური მიდგომითა და ვიზუალური ექსპერიმენტებით.
განსაკუთრებული ადგილი მის კარიერაში უჭირავს არტ-ედიტორიალს „Ultra-Marine“, რომელიც ბრიტანელი არტისტის, ალექს ფოქსტონის, ფერწერული ნამუშევრების შთაგონებით შეიქმნა და გამოქვეყნდა პოპულარულ გერმანულ გამოცემაში PURPLEHAZE.
ნიშანდობლივია, რომ ბაკურ თვრინელის ბოლო ნამუშევრები გამოქვეყნდა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემაში - L’Équipe Magazine-ში.
ბაკურ თვრინელი ასევე იყო წარმატებული პროექტის MEET GEORGIA იდეის ერთ-ერთი ავტორი, არტდირექტორი და გამომცემელი. ამასთან, იგი არის პლატფორმა NATION GEORGIA (nation.ge)-ის თანადამფუძნებელი.
დღეს, 12 აგვისტოს, გერმანიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მერაბ ცუხიშვილი 18 წლის გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენი, ცენტრალური მცველი, კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადადის — ის პირველი პრ...
სპორტი • 1786479000
12 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი აქტიური აზროვნების, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნების ენერგიას ატარებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ინფორმაციის სწორად...
ეს საინტერესოა • 1786478460
ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი ლიზი მოისწრაფიშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი ავრცელე...
საზოგადოება • 1786476812
„კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის სტატისტიკური მონაცემებით ყოველი მეორე მოქალაქე ვალშია: საფინანსო სექტორის სესხით ქვეყნის 1.99 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რაც მოსახლეობის თითქმის ნახე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786456397
საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნუ...
საზოგადოება • 1786454728
როგორ აკავშირებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut-სა და City Hikers-ს? თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786451759








