რა მიზნით იყენებს საქართველოს მოსახლეობა ინტერნეტს - საქსტატი

ინტერნეტი

6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 90.8% ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით მეტია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 93.4 და 86.6% შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

მობილურ ტელეფონს ფლობს ქალების 90.3 % და კაცების 91.4%. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით კი პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:

 

6-14 წლის ასაკის მოსახლეობის 63% ფლობს მობილურ ტელეფონს. 15-29 წლის ასაკის - 98.1%, 30-59წლის - 97.9%, ხოლო 60 წლის და უფროსი 87.9%.

რაც შეეხება სმარტფონებს - სმარტფონს ფლობს 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 80.7%. ქალაქის მოსახლეობის 85.9% და სოფლის მოსახლეობის72.4%. ქალების 81.3% და კაცების 80.1%. ასაკობრივად კი სმარტფონებს ფლობს 6-14 წლის ასაკის მოსახლეობის 63.1% .  15-29 წლის ასაკის - 97.7%, 30-59წლის - 93.8%, ხოლო 60 წლის და უფროსი 58.9%.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 57.6%. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 66.2% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 45.8%. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად - 69.6 და 69.4% შეადგინა. ყველაზე ნაკლები გურიასა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - 36.7% და 35.9%.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა:

ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (94.7%),
სოციალური ქსელების გამოყენება (94.6%),
ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (50.4%),
ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (47.2%),
ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (46.6%),
საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (43.1%),
ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (37.9%),
პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (15.5%) 
სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11.8%).

15+ ასაკის მოსახლეობის წილი, ვისაც ბოლო 12 თვეში, პირად საკითხებზე ინტერნეტით ჰქონდა ურთიერთობა სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან ან საჯარო მომსახურების სააგენტოებთან. სტატისტიკა ამ მაჩვენებლის მიხედვით შემდეგია 9.1%-ს ჰქონდა ურთიერთობა ინტერნეტის მეშვეობით, 90.9% არ ჰქონია. რაც შეეხება მიზნებს 8%-ს მიზანს  სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის მოპოვება წარმოადგენდა. 3.6% ოფიციალური ფორმების/ბლანკების ჩამოტვირთვა, ხოლო 3.8%-ის შევსებული ფორმების/ბლანკების წარდგენა. ასაკობრივად ყველაზე მეტად სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან ინტერნეტით ურთიერთობა 15-29 წლის ასაკის მოსახლეობას ჰქონდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიგა მაქარაშვილი
„ქოცობა ქვია ამას და სანამ მოგკლავს, ნელა გალპობს, სუნი აგდის, ყარხარ“ - გიგა მაქარაშვილი სტადიონაზე მომხდარზე

გიგა მაქარაშვილი სოცქსელში წერს: დედამოტყნული რუსები გვყოლია ამავე სტადიონზე. ჰიმნზე დაგვისტვენია, პუტინ ხუილო გვიძახია… მაგრამ ქართველ ქომაგს არ გაუწევია სტუმარი გულშემატკივარისკენ!ქოცობა ქვია ამას დ...

სოცმედია 1742788485

მეგი გოცირიძე
„ძირს კრემლის ამონარწყევი ოცნება“ - მეგი გოცირიძე

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოცქსელში წერს: ქართველ ქომაგშიაც რომ განხეთქილება შეეტანა, რომელზეც ძალიან გაბრაზებულია უდავი, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა სტადიონზე...ეს ანაკონდა არის სატანას ფეხის მკვნ...

სოცმედია 1742787568

სტადიონზე შევარდნა
ვიდეო: „ძალიან სამარცხვინო საქციელია“ - რა ხდებოდა სტადიონზე საქართველო-სომხეთის მატჩის დამთავრების შემდეგ

ვიდეო: „ძალიან სამარცხვინო საქციელია“ - რა ხდებოდა სტადიონზე საქართველო-სომხეთის მატჩის დამთავრების შემდეგ  

საზოგადოება 1742786788

ბექა კობახიძე
„იგივე ხალხი ჩაჯმული გაიქცა და ხმა "აბა ომი გინდა?!"-ს მისცა... ქოცობა არის მდუღარე ნეხვი. ახლა არ დამიწყოთ რა შუაშია ქოცობაო. თავშია“ - ბექა კობახიძე

ისტორიკოსი ბექა კობახიძე: სტუმრად ჩავედით, 3:0 მოვუგეთ, ერთი კენჭი არავის უსვრია. ჩამოვიდნენ, 6:1 მოვუგეთ და დაალეწეს ბოთლები თავზე.ამავე დროს, იგივე ხალხი ჩაჯმული გაიქცა და ხმა "აბა ომი გინდა?!"-ს მი...

სოცმედია 1742786496

ვიკა ბუკია
„ქოცობა კიბოა“ - ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ქოცობა კიბოა და მეტასტაზები მატჩის შემდეგ სტადიონსაც მოედო დღეს. ყველაფერს მოედება თუ ამათ არ მოვიშორებთ დროზე. ქოცებმა არც სტუმართმოყვარეობა იციან და არც სამშობლოს სიყვარული. ა...

სოცმედია 1742786333

ხაბეიშვილი ლევანა
„ეს გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკურ მდგენელთან ერთად“ - ლევან ხაბეიშვილი ასახელებს კიდევ ერთ მიზეზს, რის გამოც ენმ-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არჩევნების წინ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადამდგარა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა გირჩის ეთერში ისაუბრა იაგო ხვიჩიას პოდკასტშ...

პოლიტიკა 1742786252