საზოგადოება • 1700509800 1437
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია თავისი საერო ცხოვრების, ოჯახის, პატრიარქთან ურთიერთობისა და უდიდესი წინაპრის, ამბროსი ხელაიას შესახებ საუბრობს, ჩვეული გულახდილობით გვიზიარებს მის შეხედულებებს, ემოციებს იმ რთულ წუთებსა თუ სასიამოვნო მოგონებებზე, რომლებიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია:
- ერთგან ბრძანეთ, რომ იოანე, თქვენი გარდაცვლილი შვილი, ძალიან მეხმარება ხოლმეო...
- იოანე ჩემი მეოთხე შვილია, ჩვენი ოჯახის მფარველი ანგელოზი. როდესაც ადამიანს სარწმუნოება არა აქვს, ძალიან რთულია ელაპარაკო ცოცხალ რწმენასა და ასეთ ურთიერთობებზე, მაგრამ როცა ამას სარწმუნოებით უყურებ, მართლაც შეგრძნებების დონეზე ესაუბრები. იოანე ფერისცვალების მამათა მონასტერში განისვენებს, თაბორის მთაზე. მიწას რომ ვაყრიდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბევრი რამ თან გაჰყვა მას. ბევრი რამ გადაფასდა ჩემში, უმნიშვნელოდ იქცა მიწიერი რაღაცები და ყველა დეტალი უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ახლა ადამიანებს ბევრად სიღრმისეულად ვუდგები, ბევრ რამეს ვპატიობ, მათ შეცდომებს სხვანაირად ვხედავ. როდესაც ჩემი შვილი დავკრძალე და მეუღლე რეანიმაციაში უმძიმეს მდგომარეობაში მყავდა, ზუსტად იმ დღეს ნათლობა მქონდა დაგეგმილი. მამებმა მითხრეს, ჩვენ მივხედავთო, მაგრამ როცა იმ ადამიანებმა დამირეკეს, ძალიან გთხოვთ, თქვენ გამო ჩამოვედით და ძალიან გვინდა ეს მსახურება თქვენ ჩაატაროთო, უარი ვეღარ ვუთხარი. მათ არც იცოდნენ, რაც იმ დღეს ჩემს თავს ხდებოდა. რაღაც პერიოდის მერე შეიტყვეს ეს ამბავი და დამირეკეს, რატომ არ გვითხარიო. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს მხარში ამოვუდგეთ, პავლე მოციქულიც გვასწავლის, მოხარულთან მოხარული იყავით და მტკივნეულთან მტკივნეულიო. ზოგჯერ ჩვენს თავს უნდა გადავაბიჯოთ, შენი ტკივილიდან ან სიხარულიდან კი არა, სხვა ადამიანების ცხოვრებიდან უნდა გამოხვიდე, სწორედ ეს გაქცევს შენც ადამიანად.
- პატრიარქის სტიქაროსანი იყავით...
- პატრიარქთან პირველი შეხება 1989 წელს მქონდა, როცა გიორგი ჭყონდიდლის ხსენების დღეს მარტვილში ჩამობრძანდა. დედამ მასთან სამადლობელი წერილი გამატანა. პატრიარქმა მაშინ "ლოცვანი" მაჩუქა, რომელიც ჩემი პირველი "ლოცვანი" იყო. მერე ჩვენს სოფელში ტაძრის საძირკველი აკურთხა. მაშინ ფოტოაპარატი მქონდა. მე ხეზე ვიყავი ამძვრალი და პატრიარქს იქიდან ვუღებდი ფოტოებს. როცა სემინარიაში ჩავაბარე და უწმინდესის სტიქაროსანი გავხდი, ცხადია, ხშირად ვხვდებოდი. ერთხელ, ექვსფსალმუნებას ვკითხულობდი სიონის ტაძარში და როცა დავასრულე, საკურთხეველში შევედი მისგან ლოცვა-კურთხევის ასაღებად. მითხრა, იცი, როგორ უნდა წაიკითხო ფსალმუნი ამიერიდანო? როგორ-მეთქი? როცა ფსალმუნს კითხულობ, ღმერთს უნდა ესაუბრო, ჯერ ღმერთს უნდა გააგებინო, რას ევედრები და მერე შენ გაიგე და გაიაზრე, რას კითხულობ მთელი არსებით და ხალხი თავისთავად გაიგებსო. ჩემთვის უწმინდესი მაგალითია სასულიერო პირისა, მღვდლობის, მოღვაწეობის, საოცარი სიყვარულის. არ მახსოვს, მას ვინმე განეკითხოს, ყოველთვის ყველა ადამიანში მხოლოდ დადებითს ეძებდა, მისი მტერიც რომ ყოფილიყო და ჩვენც ამას გვასწავლიდა.
- თქვენ ამბროსი ხელაიას შთამომავალი ხართ.
- ჩემი უსაყვარლესი მამები არიან ამბროსი ხელაია, გაბრიელ ფოფხაძე და ალექსი შუშანია. ბაბუა სულ მიყვებოდა, წინაპრებში მღვდელი გვყავდა, რომელმაც თავი გაწირა, ეკლესია არ დათმო, რის გამოც ციხეში მოხვდა, საიდან გამოსვლის შემდეგაც გარდაიცვალა. მაშინ არც ვიცოდით, რომ პატრიარქი იყო. ამბროსი ხელაია სიონშია დაკრძალული და ბავშვობისას, როცა ბიძასთან მოვდიოდი, რომელიც აქვე, თუმანიანზე ცხოვრობდა, სულ ამ ტაძარში დავდიოდი, პატრიარქი პარაკლისებს რომ ატარებდა, დედას მოვყავდი, გვლოცავდა. სულ იმ ადგილას ვიდექი ხოლმე, სადაც თურმე ამბროსი ხელაიას საფლავი ყოფილა. მისი შთამომავლობა ჩემთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. სულ ვცდილობ, ისეთი ცხოვრებით ვიცხოვრო, რომ მათ წინაშე წარდგომისას, ღმერთთან მისასვლელი პირი მქონდეს.
წყარო - kvirispalitra.ge
"მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში იყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკ...
სოცმედია • 1702239900
"თუ ორბანს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვა გაუვიდა, გამოდის პუტინის ვასალ რეჟიმსაც მოსწმინდა პირი საქართველოში და თან ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებაც გამოუვიდა პუტინის გასახარა...
სოცმედია • 1702239300
კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბის დეტალები - რომ არა სკოლა, 14 წლის გოგონას შემზარავი ისტორია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი "კურიერი P.S.-სს" უყვება,...
კრიმინალი • 1702239000
ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებ...
კრიმინალი • 1702238700
„ქართული ოცნების“ ალტერნატივა არ არსებობს, აცხადებს ბლოგერი დომენიკ მანო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. "ხომ უნდა არსეპბდეს ვინმე, ვისი მოყვანაც ხელისუფლებაში ღირს? რა დეპოლარიზაცია, რის დეპოლა...
სოცმედია • 1702238460
"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს - კინოთეატრ "გაზაფხულს", რომელიც აღგავეს მიწიდან და კინოთეატრ "რუსთაველს", რომელსაც სამომავლოდ, ალბათ, სასტუმროდ ამზადებენ და ახლა, სამარცხვინოდ, დიდი ბოქლომი ადევს. თუ...
სოცმედია • 1702238100
ეს საინტერესოა • 1702236720
11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1702152693
ვირის რძეზე მოთხოვნა იზრდება