საზოგადოება • 1707800846
„ეს არ არის გატაცება, ეს არის დაღვინებული და ჩამოყალიბებული, გააზრებული გრძნობა და ურთიერთობა“, ამბობს ცნობილი ექიმი ნინო ჩოგოვაძე, როდესაც ჟურნალ „თბილისელებში“ ალექსანდრე კალანტაროვთან ურთიერთობასა და ქორწინებაზე საუბრობს.
წყვილმა ახლახან ლას-ვეგასში იქორწინა:
„მე და საშას არ გვინდოდა, ჩვენი ქორწინებისთვის ტრადიციული სახე მიგვეცა. ვერ მოვიფიქრეთ რა და როგორ გაგვეკეთებინა. ქორწილზე არ გვიფიქრია და ამაზე საუბრისას, ერთხელ ვიხუმრეთ, ლას-ვეგასში ხომ არ მოვაწეროთ ხელიო, თან, საშა ზამთარში ამერიკაში მიდიოდა და მეც ვაპირებდი გამგზავრებას. აღმოჩნდა, რომ საშას ყველაფერი გაურკვევია ლას-ვეგასში ქორწინებასთან დაკავშირებით… რეგისტრაცია გავიარეთ, ფიცი დაგვადებინეს, ხელი მოგვაწერინეს საბუთებზე და ცერემონია 31 დეკემბერს საღამოს დაგვინიშნეს. მართალია, ყველა ახლობელი გაგვინაწყენდა, ჩვენ რატომ არ გვითხარითო, მაგრამ მართალი გითხრათ, ალბათ, ასე ჯობდა…
როგორ დაიწყო თქვენი ამბავი?
ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ადრეც არაერთხელ შევხვედრივართ, რადგან ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. დაახლოებით 15 წლის წინ საშას პაციენტი ვიყავი, რადგან ძგიდის გამო სუნთქვის პრობლემა მქონდა. სხვადასხვა მიზეზით კონტაქტი ხშირად გვქონდა და ასე თანდათან აეწყო ჩვენი ურთიერთობა. უკვე ერთ წელზე მეტია, რაც მივხვდით, რომ ერთმანეთი მოგვწონს და მას შემდეგ ერთად ვცხოვრობთ. ძალიან დიდი ხანი დასჭირდა ამას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ლას-ვეგასით დაგვირგვინდა (იცინის)“.
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ უდიპლომო პრეზიდენტის არჩევა და ამერიკული სანქციები - ეს სწორედ ის თემებია, რომლის შესახებაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-ს ინტერვიუ მისც...
პოლიტიკა • 1737788607
უკვე მეორე წელია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ამერიკის სავაჭრო პალატა და MAC Georgia ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტიპენდიატებს ასახელებს და მათ სწავლის საფასურსა და საცხოვრებელ ხარჯე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737788031
მურმან დუმბაძე სოცქსელში წერს: მზია ამაღლობელმა ხელი გაარტყა დგებუაძეს.საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობ ამბავს მოვყვები.1993 წლის 9 აპრილია. ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრი ავთანდილ ბერიძე (თი...
სოცმედია • 1737786470
25 იანვარს, შაბათს საქართველოში დღეს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და მცირე ნალექია მოსალოდნელი. Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან მცირე...
საზოგადოება • 1737786055
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: დღეს, ორჯერ ზედიზედ , ისეთ რესტორანში ჩართეს " მიშა მაგარია", სადაც აკრძალული ჰქონდათ ამ შეკვეთის მიღება და "ასეთია ქურდი კაცის ბედი"-ით იყო ჩანაცვლებული, რის გამოც წლებ...
სოცმედია • 1737785673
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი. მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737785158
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი