„როცა მთავრობა ხდება ხალხის მტერი, გაჩუმება, უბრალოდ, შეუძლებელია“ - არქიმანდრიტი დოროთე

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილმა დავით ქაშიაშვილთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა, მასთან მიმართებაში ეკლესიის როლსა და ხელისუფლების ანტიდასავლურ ქმედებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეკლესია არ არის ვალდებული "მთავრობა აქოს." იგი ფიქრობს, რომ საპატრიარქოში შესაძლოა იყვნენ ადამიანები, რომლების წინააღმდეგ მთავრობას შესაძლოა გარკვეული კომპრომატი ჰქონდეს, ან, პირიქით, ხელისუფლება მას "რაღაცას აძლევდეს."

"ეკლესია არ არის ვალდებული იმაში, რომ მთავრობა აქოს. როცა ხალხს, როლებიც ჩვენი ეკლესიის შვლები არიან ასე ცუდად ექცევიან, რა უფლება მაქვს ვთქვა, რომ ეს მთავრობის პრეროგატივაა. პირიქით, მთავრობამ თავისი ხალხი უნდა დაიცვას გარე და შიდა მტრისაგან. როცა მთავრობა ხდება მტერი, მოძალადე, ეს საშინელებაა და გაჩუმება უბრალოდ შეუძლებელია. რამ უნდა შეგაშინოს ეს რომ არ თქვა? როცა 17 წლის ბავშვები ისეთ წერილებს წერენ ციხიდან და ისე მედგრად და თავგანწირვით დგანან, მათ არ ეშინიათ სიკვდილის და მე რატომ უნდა შემეშინდეს? ალბათ ვიღაცას [ეკლესიაში] რაღაცის დაკარგვის ეშინია. შეიძლება მთავრობას მის წინააღმდეგ რაღაც აქვს, ან აძლევენ რაღაცას.

სახელმწიფო, რომელიც არჩევნების წინ ამბობდა მართლმადიდებლობას გამოვაცხადებო, მაშინ მან სახარებაც უნდა შეცვალოს, რადგანაც სახარებაში ჰეროდეს მელას უწოდებს იესო ქრისტე, ფარისევლებს - შეფეთქილ საფლავებს. ქრისტემ ფარისევლები იმიტომ მოიხსენია მატლად, რადგანაც ისინი შიგნით მოღალატეები, მკვლელები იყვნენ, ხოლო გარეგნულად ვითომ მოწესრიგებულები. მაშინ ესეც უნდა ამოვიღოთ სახარებიდან. ღმერთმა ადამიანს, ერთ-ერთი პირველი, უმთავრესი რამ რაც მისცა, მოვლენების შეფასების უნარია. აბა, მე მოღალატეს მოღალატე არ დავუძახო? როგორ შეიძლება ქრისტიანულ ქვეყანაში შეფასების შესაძლებლობა წაართვა ადამიანს, მაშ რა არის სიტყვის თავისუფლება?", - თქვა მან.

არქიმანდრიტი დოროთე ამბობს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. რაც შეეხება პროტესტს, მისი თქმით, შეუძლებელია მისი გაჩერება, ხალხის დამარცხება.

იგი შეეხო უკრაინის ომსაც და დასძინა, რომ სწორედ უკრაინელები არიან ისინი, ვინც ახლა სისხლის ფასად იბრძვიან დემოკრატიისთვის. ხოლო მათი გამარჯვება საქართველოსაც თავისუფლებას მოუტანს. ეს კი, მისი თქმით, ყველაზე მეტად იმათ არ აძლევს ხელს, ვინც "ნარატივებს იმეორებს და რუსული კანონები შემოაქვს".

"ხელისუფლების მოქმედებები არავის მოსწონს. მთავრობა ცდილობს ხალხი დააშინოს. შეუძლებელია, ეს სიტყვა გააჩუმო, დაამარცხო. შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, მაგრამ ხალხი არ გაჩერდება. ისინი [ხელისუფლება], ფაქტობრივად, ჰარაკირის იკეთებენ. 30 წლის შემდეგ არ მეგონა, თუ შესაძლებელი იყო გვეპოვა ამდენი ადამიანი, რომლების პირს რუსეთისკენ იბრუნებდნენ, ამდენ ღალატს ჩაიდენდნენ. მაგრამ ამდენი გონს მოსული ხალხი საქართველოში არცერთი რევოლუციის დროს არ ყოფილა. ყველა თაობა ხედავს ბნელსაც და ნათელსაც. ამდენი თავისუფლებას მოწყრებული ახალგაზრდა გვაქვს და ვერ დავიჯერებ, რომ ისინი წააგებენ. უკრაინა ცეცხლითა და ტყვიით და ჩვენ სიტყვით ვიბრძვით დემოკრატიისთვის. თავისუფლებისთვის ასე მებრძოლი, თან ამდენი ადამიანი, არცერთ ერს არ ჰყავს, მხოლოდ უკრაინას და ჩვენ.

სამწუხაროა, რომ ახლაც იღვრება უკრაინელების სისხლი. უკრაინის გამარჯვება და რუსეთი დამარცხება ჩვენ მოგვიტანს თავისუფლებას. ის, ვინც დღეს რუსეთის იმედად არის და ზუსტად, რუსულ ნარატივებს იმეორებს და რუსული კანონები შემოაქვს, ისინი საქართველოს დაკარგავენ. ადამიანმა რაც უნდა მონა დამიძახოს, მე თუ მონა არ ვარ, არ მეწყინება. ამდენი ბავშვის ცემა, გაწირვა, ციხეში ჩაყრა ყველას შეაწუხებს. ცრუ მოწმეებსაც - ღირდა? იმ სამსახურად, ფულად რის გამოც ამას აკეთებენ?", - ამბობს არქიმანდრიტი.

იგი შეეხო მზია ამაღლობელის საკითხსაც.

"თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინც მზია [ამაღლობელი] დაიჭირა, იმან მზია უფრო გაანადგურა, თუ ის პოლიციელი, რომელსაც ლოყა აუწითლდა და ამის გამო, ქალი ციხეში ჩასვა. მოვლენებს ასე უნდა დავუკვირდეთ. მაგალითად, ქართველ კაცს რომ ჰკითხო, რომლის ადგილას დადგებოდა, ყველა, ცხადია, მზიას აირჩევს.

თვითონაც ხომ იციან, რომ მოსახლეობის, მინიმუმ, 70%-ს მათ ვერ იტანს. კი, იტყუებიან, ხალხმა მოგვცა ხმაო, მაგრამ იციან, რომ ამასაც იტყუებიან. როცა ეს იცი, ზუსტად მაშინ მიდიხარ ეკლესიაში და მაშინ აძლევს მიწებს - შენი ბოროტების გასამართლებლად - გინდა, რომ ეკლესია გვერდით ამოიყენო. ეს ყველაზე დიდი ბრძოლაა ეკლესიისთვის, ეს მისი დაცემა, განადგურებაა. ეს არის ყველაზე მძიმე რამ, რასაც მთავრობა აკეთებს. თითქოს მორწმუნეები არიან. ხალხი ამათ რომ დაინახავს მერე ეკლესიასაც აკნინებენ. ბოლოს მათი შვილებიც შემოუერთდებიან ამათ [პროტესტს], რადგანაც ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ ეს ქვეყანა", - თქვა მან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე
„გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია“ - კახა კალაძე

19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...

საზოგადოება 1779211757

ტრამპი
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენო... ძალიან მალე გავიგებთ" - ტრამპი

"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...

მსოფლიო 1779211622

კახა კალაძე ათეა-ს
„არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს“ - კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...

პოლიტიკა 1779211556

კალაძეე
„აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ როცა ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, მავნებლობაა“ - კახა კალაძე

„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...

პოლიტიკა 1779211414

კახა კალაძე1
„მე, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მივესალმები აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებას“ -   კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...

პოლიტიკა 1779211364

კახა კალაძე
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი აქციებზე მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდათ“ - კახა კალაძე

„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...

პოლიტიკა 1779211308