რუსებისთვის სახლის შესაძენად ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნები ტაილანდი და საქართველოა
საზოგადოება • 1722852317

რუსებისთვის საზღვარგარეთ საცხოვრებელი უძრავი ქონების შესაძენად ყველზე პოპულარული ქვეყანა ტაილანდია. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდიოდა 2024 წლის იანვარ-ივლისში მოთხოვნის 14%. მეორე ადგილზე 12%-ით საქართველოა, მესამეზე კი არაბთა გაერთიანებული საამიროები. ამის შესახებ რუსული მედია საერთაშორისო საბროკერო კომპანია Tranio-ზე დაყრდნობით წერს.
გასულ წელს საქართველო ამ რეიტინგში მეექვსე ადგილზე იყო, წლის დასაწყისში თურქეთში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირების გამო კი პირველ სამეულში გადაინაცვლა. როგორც რუსული მედია წერს, ექსპერტები ამ ქვეყნით დაინტერესებას შესვლის დაბალი ზღვრით ($35 ათასი), ასევე ზოგიერთი რუსის იქ გადასახლებით ხსნიან.
რაც შეეხება უძრავი ქონების შეძენის მიზნებს, ისინი შეიცვალა ინვესტიციის სასარგებლოდ. თუ 2023 წელს რუსების თითქმის 30% განიხილავდა უცხოეთში უძრავი ქონების შეძენას ბინადრობის ნებართვის ან მოქალაქეობის მისაღებად, მაშინ 2024 წელს ეს წილი 18,9%-მდე შემცირდა.

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, – განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას...
საზოგადოება • 1745762220

ოლიგარქის სოლოლაკის სასახლეთან აქცია იმართება. ბიძინა ივანიშვილს დღეს "ლეიბორისტულმა პარტიამ" პოლიტიკური რეპესიების შეწყვეტა მოსთხოვა. ამ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა ჩხარტიშვილს რეჟიმი დაჭერით ემუქრე...
პოლიტიკა • 1745757774

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე. გავრცელებულ ვიდეომასალაში ორი მანქანის შეჯახება ჩანს, რომლის შემდეგაც, ერთ-ერთი მანქანა გზაზე მდგარ ქვეითებს ეჯახება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 6...
შემთხვევა • 1745757611

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ვლადიმირ იაკუნინი ამჟამად თავის შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება. ვლადიმირ იაკუნინი ჯერ კი...
პოლიტიკა • 1745757536

მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს - ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს...
შემთხვევა • 1745756648

ლიკა ბასილია-შავგულიძე: დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო! ჯერ სად ხართ, ბოროტმოქმედო ქოცებო!!! ქეშით...
პოლიტიკა • 1745756358