რუსთაველის გამზირზე ოცნების დაგეგმილი შემაჯამებელი აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ტრანსპორტი

თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, 27 ოქტომბერს 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, გადაადგილება შეზღუდული იქნება კ. აფხაზისა და შ. დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა ხვალ, 17:00 საათიდან შეიზღუდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნ. ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე.

მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება  გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, შეძლებენ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მარშრუტებით:

ავტობუსები - N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები - N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145 და N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე, რის შემდეგაც, სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და არსებული სქემით იხელმძღვანელებენ.

ავტობუსები - N31, N37, N46, N301, N345, რომლებიც გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით რუსთველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, მ. ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველს“ დაუკავშირდებიან და შემდგომ იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსები - N2, N31, N72, N120, N133, N137, N170 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და მ. ჯავახიშვილის ქუჩებით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაადგილდებიან. შემდგომ, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

ავტობუსების - N50, N71, N344 და მიკროავტობუსები N140, N149, N176 მარშრუტები, გორგასალის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით; ავტობუსები - N2, N20, N25, N39, N43, N59 და N80 მგზავრთა მომსახურებას ნ. ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით.

ავტობუსები - N4, N10, N90, N103, N106 და N112, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, მარშრუტი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ).

რაც შეეხება N124-ს, ავტობუსი ამაღლების ქუჩის მიმართულებით მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით იმოძრავებს, შემდგომ კი, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, N124 ავტობუსი ბარნოვის ქუჩიდან შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაადგილდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფოტ
კვარაცხელიას ცეკვამ „ნაპოლი“ დაამშვიდა, მაგრამ... – რას წერს იტალიური მედია

ნაპოლი“ დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ არის, თუ მატჩის შემდეგ მის ცეკვას გავითვალისწინებთ, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, იტალიის ჩემპიონატის შემდეგი ტურის მატჩი გამოტოვოს...

სპორტი 1711622040

გია ხუხაშვილი
"გუშინ მდინარაძემ ტექნიკურად “ჩაუშვა” ბიძინა..." - გია ხუხაშვილი

"გუშინ მდინარაძემ ტექნიკურად “ჩაუშვა” ბიძინა, “შეტენა” რა მას მთელი პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესზე. ფრაზა “ივანიშვილის ხელმძღვანელობით სულიერად გადარჩენა” ამ ვირეშმაკების პირიდან, თითქოს განადიდებ...

სოცმედია 1711621560

ბუდანოვი
“ნუ მოყვებიან ზღაპრებს, რომ ტერაქტი არსაიდან მოხდა – ეს ინფორმაცია სირიული ჯგუფისგან მიიღეს”– ბუდანოვი

სტრატეგიული კომუნიკაციების მესამე საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლის დროს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ რუსეთს ინფორმაცია ტერაქტის მომზადების შესახებ წ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711620740

სოხუმის აეროპორტი
საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის გასახლებას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლებას გეგმავს. ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივებს 26 მარტს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამ...

პოლიტიკა 1711620000

ქუთაისის მერია
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ენმ" გაუქმდა - წასულებმა "პროგრესი" დააარსეს და "ახალს" უერთდებიან

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. მას შემდეგ რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს რომ ფრაქციისთვის სახე...

პოლიტიკა 1711618503

პანაშვიდი
"31 წლის შემდეგ ხელახლა განმიახლდა ეს ტკივილი" - სამებაში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 12 იდენტიფიცირებული პირიდან,  უმრავლესობა სწორედ აფხაზეთის ომის მონაწილეა, თუმც...

საზოგადოება 1711618326