საზოგადოება • 1730798324
საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი.
საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ზემოაღნიშნული საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციების სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავასთან.
შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 4 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი იქნება სააპელაციო საჩივრები.
ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სააპელაციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა.შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ხმის ფარულობას უზრუნველყოფს სპეციალური ჩარჩო ფორმა, ინსტრუქციის შესაბამისად რომლის გამოყენებაც გამორიცხავს ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირებას. ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, არსებობის შემთხვევაში, ჩარჩო ფორმის დანიშნულების გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ნების იდენტიფიცირებად. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კენჭისყრის და მომდევნო დღეს, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 7 საჩივარი იქნა წარმოდგენილი და არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში არ არის საუბარი დადასტურებულად არჩევანის ფარულობის დარღვევაზე.
პარტია გახარია-საქართველოსთვის განცხადებით, 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმური არ არის. პარტია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში არ მონაწილეობს და არალეგიტიმური...
პოლიტიკა • 1733999161
სასამართლო სტუდენტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს იხილავს. ამ წუთებში გიორგი ბრეგვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აქტივისტის, რომელიც ბეატრის გაზდელიანთან ერთად იმყოფებოდა აქციაზ...
პოლიტიკა • 1733999030
არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს, რომელზეც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ გატარებული ღონისძიებები მიმოიხილეს და სანქცირების...
პოლიტიკა • 1733998845
ომღერალი ქეთი მელუა "ინსტაგრამზე" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ძალიან ღელავს პროცესების გამო და ზუსტად ესმის, “რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში.“ მისი თქმით...
სოცმედია • 1733997248
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალი წარედგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გ...
კრიმინალი • 1733996810
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადების საპასუხოდ, აცხადებს: „გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად ვაცხადებ, რომ მთავარი არხის დახურვის გ...
პოლიტიკა • 1733996741
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი