საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმები იზრდება – კანონპროექტი

საგზაო მოძრაობის წესები

 
“ქართული ოცნების” პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მკაცდრება საგზაო მოძრაობის წესები და იზრდება ჯარიმები. საქმე ეხება როგორც ქვეითებს, ისე მძღოლებს.

რა იცვლება ქვეითებისთვის
ქვეითად მოსიარულეების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის (შუქნიშანის წითელ შეუქზე გადასვლა, საგზაო ნიშნების უგულებელყოფა და ა.შ.) თუ აქამდე ჯარიმა იყო 10 ლარი, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ იქნება 50 ლარი. განმეორების შემთხვეაში ჯარიმა ორმაგდება – თუ აქამდე 20 ლარი იყო, მომავალში იქნება 100 ლარი.
ქვეითად მოსიარულეს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო, ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფისთვის (საგზაო ნიშნისა და შუქნიშნის უგულებელყოფა). ჯარიმა იქნება 100 ლარი, ხოლო 1 წლის განმავლობაში იგივე ქმედების გამეორებისთვის შემთხვევაში – 200 ლარი.
“ბოლო პერიოდში გახშირებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა, განსაკუთრებით ქვეითად მოსიარულეთა, მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, კერძოდ, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა. ქვეითად მოსიარულეთა ამგვარი ქცევა, აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო სიტუაციების რისკს, რაც საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს

[…] საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის მოდიფიცირების მიზნით აუცილებელია გამკაცრდეს დაწესებული პასუხისმგებლობის ზომა და ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით დაწესდეს ადეკვატური სანქცია”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რა იცვლება მძღოლებისთვის
იცვლება თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტი საშუალების დეფინიცია.

თუ აქამდე კანონდარღვევად ითვლებოდა ისეთი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, რომელსაც თვითნებულად გადათეთებული ჰქონდა საწვავის ავზი, ძარა, ან დაყენებული ჰქონა ბუნებრივი აირის სისტემა, კანონის მიღების შემდგედ აიკრძალება ისეთი ტრანსპორტის გამოყენება, რომელსაც გადაკეთებული ექნება, მათ შორის, მაყუჩიც;
გარდა ამისა, თუ ამგვარი ტრანსპორტის გამოყენებისთვის ახლა ჯარიმა 100 ლარია, ცვლილებების შემდე ის გაორმაგდება და იქნება 200 ლარი;
ამ სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, პოლიციელი შეეძლება სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე.
ასევე,

იკრძალება სატრანსპორტო საშუალებაზე საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება.
კანონის მიღების შემდეგ, ამგვარი სამართალდარღვის ჩამდენი დაჯარიმდება 2 000 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შეუმცირდება 15 ქულით.
განმეორებით ჩადეის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 2 500 ლარი, ხოლო მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20-ით.
გარდა ამისა, ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს:

სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ  პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევისა დაჯარიმდება 300 ლარით;
“კვლავ პრობლემურია ავტომობილების მიერ გამოწვეული ხმაური, რომლითაც მოსახლეობის უმრავლესობა განსაკუთრებით ღამის საათებშია შეწუხებული. საგულისხმოა, რომ სატრანსპორტო საშუალებების მიერ ხმაურის გამოწვევის მიზეზი სხვადასხვაა. განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ სპეციალურად ხდება სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება იმგვარად, რომ მას მოძრაობისას ჰქონდეს მაღალი ხმა. სწორედ ამიტომ აუცილებელია დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა და პასუხისმგებლობა დაწესდეს პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების იმგვარად გადაკეთებისთვის, რაც იწვევს ხმაურს”, – წერია განმარტებით ბარათში.

ამავე კანონპროექტის მიხედვით, ადმინისრაციულ სამართალდარღევათა კოდექსში სხვა ცვლილებებიც შედის. მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ან შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირი ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორების შემთხვევაში, მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.

აღნიშული კანონპროექტი “ქართული ოცნები” პარლამნეტში დაჩქარებულად განიხილება და მისი დამტკიცება რიგგარეშე სესიაზე იგეგმება. 1-ელი მოსმენა გაიმართა დღეს, 1-ელ ივლისს. სავარაუდოა, რომ კანონპროექტი კანონად ხვალვე დამტკიცდება.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან “ქართული იცნების” შემდეგუ დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვიბლიანი კუბლაშვილი
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...

სამართალი 1784739600

სააკაშვილი გამჭვირვალობა
სრულიად სამარცხვინოდ, „გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...

პოლიტიკა 1784737800

ორნელა მუტი
ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს

იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...

შოუბიზნესი 1784736682

ლალი მოროშკინა
"ვცდილობ, წმინდა ნინოს მოძღვრებას მივყვე" - მოროშკინამ თელავის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვან ტურისტებს უმასპინძლა

თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...

საზოგადოება 1784730536

უკრაინა სამხედრო ხელმძღვანელობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი ჩაუდგება სათავეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1784726017

საქ ბანკი
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1784723688