„საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში“ - სტუ „რუსთავი 2“-სა და „იმედს“

სტუ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „რუსთავი 2“-სა და „იმედს" განზარხ ფაქტების დამახინჯებასა და ტყუილში ადანაშაულებს და მათგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

გუშინ სამათვარობო არხებზე გავიდა რეპორტაჟები, სადაც ამორტიზებული და საწავლებლად უვარგისი ტექნიკური უნივერსიტეტის კადრები აჩვვენებს.

როგორც სტუ საპასუხო განცხადებაში წერს,  აღნიშნული სიუჟეტები მოიცავს ფაქტობრივ შეცდომებს, დამახინჯებულ შეფასებებს და მკაფიო დეზინფორმაციას, რაც მიზანმიმართულად ქმნის საზოგადოებაში მცდარ შთაბეჭდილებას უნივერსიტეტის საქმიანობის, ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო გარემოს შესახებ.

სტუ-ის ცნობით, სიუჟეტებში გაჟღერებული მტკიცებები აუდიტორიების გაურემონტებლობისა და სველი წერტილების ანტისანიტარიული თუ ავარიული მდგომარეობის შესახებ არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს და არ არის გამყარებული ობიექტური მტკიცებულებებით. აღნიშნული განცხადებების ვიზუალური „დადასტურების“ მიზნით გამოყენებულია ვიდეოკადრები, რომლებიც გადაღებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის დერეფანში და არ ასახავს არც აუდიტორიებს და არც სველი წერტილებს, რასაც მაყურებლი ნებსით თუ უნებლიეთ შეჰყავს შეცდომაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ საინფორმაციო გადაცემებში - „კურიერი“ და „ქრონიკა“ - დღეს გასულ სიუჟეტებს ეხმაურება და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც სიუჟეტების ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პირობები არასათანადოა, ხოლო ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს. აღნიშნული სიუჟეტები მოიცავს ფაქტობრივ შეცდომებს, დამახინჯებულ შეფასებებს და მკაფიო დეზინფორმაციას, რაც მიზანმიმართულად ქმნის საზოგადოებაში მცდარ შთაბეჭდილებას უნივერსიტეტის საქმიანობის, ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო გარემოს შესახებ. სიუჟეტებში გაჟღერებული მტკიცებები აუდიტორიების გაურემონტებლობისა და სველი წერტილების ანტისანიტარიული თუ ავარიული მდგომარეობის შესახებ არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს და არ არის გამყარებული ობიექტური მტკიცებულებებით. აღნიშნული განცხადებების ვიზუალური „დადასტურების“ მიზნით გამოყენებულია ვიდეოკადრები, რომლებიც გადაღებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის დერეფანში და არ ასახავს არც აუდიტორიებს და არც სველი წერტილებს, რასაც მაყურებლი ნებსით თუ უნებლიეთ შეჰყავს შეცდომაში.მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორები იმყოფებოდნენ უნივერსიტეტში, მათ მე-2 სასწავლო კორპუსში არსებული ვითარების შესახებ კითხვა არ დაუსვამთ, წინააღმდეგ მათ ეცოდინებოდათ, რომ სტუ-ის მე-2 კორპუსში სასწავლო პროცესი რამდენიმე თვეა არ მიმდინარეობს. მეორე სასწავლო კორპუსის პარალელურად, ნაჩვენები იქნა მე-6 სასწავლო კორპუსი, რომლის გაამაგრებით სამუშაოებსა (რაც დღესაც მიმდინარეობს) და სარეკონსტრუქციო პროექტის შედგენაზე უკვე გახარჟულია დაახლოებით 600 ათასი ლარი. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ კი ჟურნალისტები ვერ მოამზადებდნენ და შესაბამისად, ვერც გაავრცელებდნენ მსგავსი შინაარსის სიუჟეტებს. როგორც ჩანს, სიმართლე მათ ხელს არ აძლევდათ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმიჯის შელახვა მაყურებლის შეცდომაში შეყვანის ხარჯზე სცადეს, რაც კარგად გამოუვიდათ.ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო ფართი 187547, 9 კვ/მ-ია, საერთო სასწავლო ფართი შეადგენს 108678,9 კვ/მ-ს, ხოლო საერთო დამხმარე ფართი - 78868,955 კვ/მ-ს. „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ ჯგუფებმა მე-8 სასწავლო კორპუსში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე, თავისივე სურვილით, გადაიღეს სასწავლო ფართში განთავსებული HUAWEI-ის ლაბორატორია, განახლებადი ენერგიების ლაბორატორია, მზის ელექტროსადგური, ელექტრონული ინჟინერიის ლაბორატორია და რამდენიმე სხვა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი და კეთილმოწყობილი ლაბორატორიული ბაზის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, „რუსთავი 2-ის და „იმედის“ ჟურნალისტებმა არც ერთი ეს კადრი არ გამოიყენეს სიუჟეტის აგებისას და ყურადღება გაამახვილეს მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც სასწავლო ან კვლევითი პროცესებისთვის საერთოდ არ გამოიყენება და სადაც ამჟამად მიმდინარეობს ან დაგეგმილია სარემონრო სამუშაოები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხაზგასმით და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიუჟეტებში გამოყენებული ვიზუალური მასალა არ ასახავს არც აუდიტორიების, არც ლაბორატორიებისა და არც სველი წერტილების რეალურ მდგომარეობას. ამის მიუხედავად, სიუჟეტებში გაკეთებულია საპირისპირო დასკვნები, რაც წარმოადგენს მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ (მუხლები: 52 პუნქტი „გ“ -  პროგრამებში ფაქტებისა და კომენტარების მკაფიო გამიჯვნის ვალდებულება; 54 - მაუწყებლის ვალდებულება უზრუნველყოს ინფორმაციის სიზუსტე და ფაქტების ჯეროვანი გადამოწმება; 56 - დაინტერესებული მხარისთვის პასუხისა და ინფორმაციის შესწორების უფლება, 59 - მაყურებლის შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობა) და ჟურნალისტური ეთიკის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი, სიზუსტისა და ობიექტურობის ნორმებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სიუჟეტები წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების შესახებ.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კატეგორიულად მოითხოვს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედისაგან“:საჯაროდ მოიხადონ ბოდიში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე;საჯაროდ განაახლონ და შეასწორონ ინფორმაცია იმავე საინფორმაციო გამოშვებაში მსგავსი ქრონომეტრაჟით;მომავალში უზრუნველყონ ინფორმაციის გადამოწმება და დაიცვან როგორც მოქმედი კანონმდებლობა, ისე პროფესიული ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (ComCom) და გამოიყენოს ყველა კანონიერი სამართლებრივი მექანიზმი საკუთარი რეპუტაციის, ღირსებისა და კანონიერi ინტერესების დასაცავად.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნატა ვიბლიანი
ნატა ვიბლიანის საქმე: ბაჩუკი ჩხვიმიანის აღიარება და გახმაურებული სვანური დავის ახალი დეტალები - "სანდო წყაროს“ ექსკლუზივი

ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება. ნატა ვ...

სამართალი • 1791396248

საქბანკი
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა

საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორო...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388713

საქბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალ...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388587

თბილისი ენერჯი
„თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს

სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.„თბილისი ენერჯ...

საზოგადოება • 1791379800

პოლიცია
არასრულწლოვანმა ბასრი საგნის გამოყენებით ერთ პირს დაზიანებები მიაყენა - ბრალდებული პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძ...

კრიმინალი • 1791369982

მერია Yellow box
თბილისის გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმება

თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში  არსებულ  გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის...

საზოგადოება • 1791368400