სამწუხარო ინფორმაცია - ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი შენგელაია გარდაიცვალა

ირაკლი შენგელაია

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტიკოსი და საქართველოს პარლამენტის წევრი 1992-95 წლებში ირაკლი შენგელაია 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ირაკლი შენგელაია 1947 წლის 10 იანვარს დაიბადა.1971 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინფორმაციო-გამზომი ტექნიკის ფაკულტეტი.

1980-90-იან წლებში იყო ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი. სხვადასხვა დროს იყო ეროვნული სამართლიანობის კავშირის (1987-1989), რესპუბლიკურ-ფედერალური პარტიისა (1989-1990) და ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (1990-93) თავმჯდომარე.

შენგელაიას რესპუბლიკურ-ფედერალური პარტია, ლიბერალურ-დემოკრატიულ ეროვნულ პარტია, დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის-დასი, მწვანეთა პარტია და ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირთან ერთად ბლოკ თავისუფლების შემადგენლობაში მონაწილეობდა უზენაესი საბჭოს 1990 წლის არჩევნებში, ხოლო 1992 წლის არჩევნებში ბლოკ „11 ოქტომბრის“ შემადგენლობაში სახალხო ფრონტთან, რესპუბლიკურ პარტიასთან და დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის-თან ერთად.

1991 წელს შენგელაია იყო ბლოკ „თავისუფლების“ პრეზიდენტობის კანდიდატი. 1992 წელს იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი.

1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“. იყო ხელისუფლებისა და მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოთა რეფორმების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აკა აკა მორჩილაძე
"პუბლიკა" აკა მორჩილაძის წერილს აქვეყნებს

გამოცემა "პუბლიკა" აკა მორჩილაძის წერილს აქვეყნებს - მწერალმა წერილი გამოცემის დირექტორს, ზურა ვარდიაშვილს გაუგზავნა. ის რუსულ კანონთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეეხება: გთავაზობთ წე...

საზოგადოება 1713391268

ელისა
ნახეთ ვიდეო - ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩატენეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან, პოლიციელებმა ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩატენეს. პოლიციის განცხადებით, ის ტერიტორიას განარიდეს. 

პოლიტიკა 1713385597

ხაბე
"სირაძემ წამიყვანა ადმინისტრაციაში, მაგრამ მესიჯი მოუვიდა და გზაში გადაიფიქრა" - ხაბეიშვილი

ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ პოლიციის შეფმა ვაჟა სირაძემ ის მართალც წაიყვანა კანცელარიაში, ირაკლი კობახიძესთან შესახვედად, თუმცა გზაში გადაიფიქრა. "სირაძემ თქვა, აბა თუ არ გეშინია წამოდიო, გავყევი, მ...

პოლიტიკა 1713385214

პოლიცია
აქციის მიმდინარეობისას დაკავებულია 2 პირი - შსს

მთავრობის კანცელარიასთან - შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდება...

პოლიტიკა 1713384712

ანა დოლიძე
შევარდნაძესაც კი არ ეშინოდა ხალხთან ლაპარაკის და ამ არაკაცებს ამის თავიც არ აქვთ - ანა დოლიძე

"ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა გამბედაობა და გამოდიოდა ხალხთან. მასაც კი არ ეშინდოა ხალხთან ლაპარაკის და ამ არაკაცებს თავი არ აქვთ, გამოვიდნენ და ხალხს დაელაპარაკონ. ეს არის ვორონციოვის ხელისუფლება, რომელ...

პოლიტიკა 1713384444

ელისა
ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველებმა კანცელარიიდან განარიდეს

ლეკო ელისაშვილი სამართალდამცველებმა კანცელარიიდან განარიდეს - ამის შესახებ "პირველებთან" კანცელარიასთან მყოფი პოლიციელები აცხადებენ. "ალეკო არის პროვოკატორი და ის განრიდებულია", - ამბობს პოლიცია. მთავ...

პოლიტიკა 1713384238