სასულიერო პირების პირადი ცხოვრება და წარსული: ამ ყველაფრის შემოქმედებს ჯოჯოხეთში გელოდებით - ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია ვრცელდება

ფარული მიყურადება

ინტერნეტში ფარულ მიყურადებასა და თვალთვალზე მორიგი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც ამჯერად საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეეხებათ. 

ანონიმური პირი სოციალურ ქსელში წერს, რომ სუს-ის თანამშრომელია და სამსახური მას ბინძური დავალებების შესრულებას აიძულებს. ამჯერად, საქმე ეხება სასულიერო პირებს, მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს, რომლებზეც ოცნება კომპრომატების შეგროვებას ცდილობს:

"არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელიწადი გავატარე. სათაური ასეთი არ აქვს, კეთილშობილია - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სინამდვილეში კი არაფერი არ უქმნის საფრთხე ჩვენს სახელმწიფოს, არაფერი არ ხრწნის ისე, როგორც ჩვენ. ჩვენ კიბო ვართ და მეც ერთ-ერთი მეტასტაზი ვარ. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თავიდან არც წარმომედგინა, ამის ნაწილი თუ გავხდებოდი. მეგონა რომ ჩემი ქვეყნის დაცვის წინა ხაზზე მივდივარ, თან მეგონა რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, წესებს ვიცავთ და დავიცავთ. 

ჩვენს გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენს სისუსტეებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის. ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში - ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება.

აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა. მე არ მეძებოთ, ვერ მიპოვით მაინც. ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით“, -  წერს ანონიმური პირი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოდის. სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ყველა მივიდეს და "მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ყველანი...

პოლიტიკა 1632769234

მოსმენები
უმრავლესობის აზრით, სასულიერო პირებს პოლიტიკური მიზნებისთვის უსმენენ - Edison Research

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება სასულიერო პირების პირად ინფორმაციას უსმენს, რათა შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.  კითხვას - "თქვენი აზრ...

პოლიტიკა 1632767217

ნაცები
გახარიას ამომრჩეველმა შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობას" მხარი დაუჭიროს

"კვლევა ამბობს, რომ ხელისუფლების პოზიციები განიცდის დეგრადაციას"- ასეთია პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასება Edison Risearch-ის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური პარტიების კვლევების შედეგებთნ დაკავშირებით,...

პოლიტიკა 1632766276

მდინარაძე
"არ მგონია სერიოზული იყოს.." - მამუკა მდინარაძე Edison Research-ის კვლევაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე,  Edison Research-ის კვლევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კვლევა "სერიოზული არ ჰგონია". მდინარაძემ თქვა, რომ მას თბილისში პირველივე ტურში...

პოლიტიკა 1632765667

გახარია მელია კალაძე
მელია 46%, გახარია 49%, კალაძე 55% - პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ 2 ადგილს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე იკავებენ. კალაძეს მოსახლეობის 55% "პ...

პოლიტიკა 1632765329

კვლევა
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მმართველ გუნდს არას ეუბნება - Edison Researc-ის კვლევა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Edison Reswarc-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების რეიტინგების გარდა, ძალიან საინტერესო აღმოჩენაა ის მო...

პოლიტიკა 1632764855