საცხოვრებელი ფართები კიდევ 34 ოჯახს დაუკანონდა

კალა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 34 ოჯახს შეხვდა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ.

დედაქალაქის მერის თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.

„34 ოჯახი გავახარეთ. იმ ფართების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცათ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ და  გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. საერთო ჯამში, აღნიშნული პროგრამა დიდი წარმატებით მიმდინარეობს. 3000 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული გვყავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მქონე მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რაიონულ გამგეობებს, სადაც მათ განუმარტავენ, რა სახის დოკუმენტებია წარსადგენი ფართის დაკანონების მიზნით წარდგენილი განაცხადის განსახილველად.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სანდრო ბრეგაძე
მოღალატეების სახელობის ქუჩებითაა თბილისი სავსე და ზვიად გამსახურდიასთვის ვერ გაიმეტეს ქუჩა და არც მერაბს არც ზვიადს ძეგლი არ დაუდგეს - სანდრო ბრეგაძე

„ეს იცით რა მთავრობაა და რა ქვეყანა?! — ვინც კი ნა**რი მილიციანერი იყო ან ყაჩაღი მხედრიონელი ან კიტოვანის ბანდის წევრი - ყველას ძეგლი დაუდგეს და ამ მოღალატეების სახელობის ქუჩებითაა თბილისი სავსე!!! —...

სოცმედია 1721556600

ბაიდენი
ბაიდენის საარჩევნო შტაბი მის მიერ კანდიდატურის მოხსნისთვის მზადებას იწყებს - ნიუ იორკ თაიმსი

ჯო ბაიდენის კამპანიაზე მომუშავე გუნდი, სავარაუდოდ, უკვე განიხილავს რა უნდა გააკეთოს, თუ ის კანდიდატურის მოხსნას გადაწყვეტს. ამის შესახებ ,,ნიუ იორკ თაიმსი" წერს პრეზიდენტის ახლო წრეზე დაყდნობით. ხუთშა...

მსოფლიო 1721553845

გარი კასპაროვი
რუსეთში სასკოლო სახელმძღვანელოდან ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონების შესახებ, გარი კასპაროვი ამოიღეს

რუსეთში მე-11 კლასის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში, რომელიც რუსეთის ყოფილი კულტურის მინისტრმა, ვლადიმირ მედინსკიმ დაწერა, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონების სიიდან ცნობილი მოჭადრაკე და ოპოზიციონერი პოლიტიკ...

მსოფლიო 1721553553

ჩინეთი
ანაკლიის პორტის შემდეგ, ჩინეთი ვაზიანის აეროპორტის პროექტითაც დაინტერესდა

დასავლეთთან დისტანცირების პარალელურად ქართული ოცნება კრემლის ნარატივის გამტარებელ ჩინეთთან დაახლოებას  სულ უფრო მეტად ცდილობს. ჩინეთს უკვე ჩააბარეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი - ანაკ...

პოლიტიკა 1721553386

ტრამპი თავდასხმა
მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე - ტრამპი

მე ახლა აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. გასულ კვირას მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, არა? და ჩვენ გავიმარჯვებთ. მე ვდგავარ თქვენს წინაშე მხოლოდ ყოვლ...

მსოფლიო 1721553150

ქართველი
უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს სუს-ი გამოკითხვაზე იბარებს

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ორი ქართველი სამხედრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა. ნადიმ ხმალაძისა და ვაჟა ცეცაძის "ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის" საქმეზ...

პოლიტიკა 1721552971