საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

18 მეტრიანი ავტობუსი

თბილისში მოძრავ N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს 6 აპრილიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ავტობუსების რაოდენობა ეტაპობრივად ემატება იმ მარშრუტებს, სადაც მგზავრთა ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება.

 

„6 აპრილიდან დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.  ეს მარშრუტებია: N313, N320, N323, N326 და N372. N313-ის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 13 წუთამდე, N320-ის - 8 წუთამდე, N323-ის - 11 წუთამდე, N326-ის - 18 წუთამდე, N372-ის შემთხვევაში კი - 12 წუთამდე. ჩვენთვის ეს საკმაოდ მნიშნელოვანია, რადგან გვქონდა პრობლემური ადგილები, სადაც ადამიანებს უწევდათ 30-40 წუთი ლოდინი. ვცდილობთ, სწორედ ასეთ არეალებში დავამატოთ ავტობუსები და მოცდის დრო შევამციროთ. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება.

 

24 სხვადასხვა მარშრუტზე ავტობუსების დამატების პროცესი 23 მარტიდან დაიწყო და 13 აპრილს დასრულდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ცისანა
ცისანა სეფიაშვილი ბებია გახდა

ცისანა სეფიაშვილი ახლახან ბებია გახდა. მის ვაჟს – დადას, შვილი შეეძინა, რომელსაც ნიკო დაარქვეს. "სამწუხაროდ, ჩემს ემოციებს ჩემთვის დავიტოვებ და გაზიარება არ მინდა. ინტერნეტსივრცეში დღეს რაც ხდება, ძალ...

საზოგადოება 1712983320

პოლიტიკოსები
ოცნების კანონს არაფერი აქვს საერთო FARA-სთან და ყველაფერი აქვს საერთო რუსულ კანონთან - გია ნოდია

"გასაგებია, რომ ქოცთან კამათს იმაზე, თუ რატომაა ეს კანონი რუსული და რომ მისი მსგავსება ამერიკულთან წმინდად გარეგნულია, არავითარი აზრი არა აქვს. მათი კანონპროექტის რუსული ხასიათი მათთვის პრობლემა არც ა...

სოცმედია 1712982600

კავალი
იტალიელი დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი მოდის დიზაინერი, ამავე სახელწოდების ბრენდის დამფუძნებელი, რობერტო კავალი, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება გაზეთი Corriere della Sera. მოდის ცნობილი დიზაინერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგ...

მსოფლიო 1712981580

ხმალაძე
"გადმოთარგმნილი ტექსტი სიტყვა-სიტყვით დაემთხვა „ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს - ვახტანგ ხმალაძე

"დღეს მეგობარმა მითხრა, რომ რუსეთის დუმის ვებგვერდიდან აიღო 2012 წელს მიღებული ე.წ. „უცხოური აგენტების კანონი“ (ეს კანონი შემდეგ გავრცელდა ფიზიკურ პირებზეც და დაწესდა მკაცრი სანქციებიც), ინტერნეტ-ტრან...

სოცმედია 1712980500

ირანი
ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს - CBS

ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს, იუწყება CBS აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, თავდასხმა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე იქნება მიმართუ...

მსოფლიო 1712962500

თეთრი სახლი
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია

ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, შეერთებ...

მსოფლიო 1712960940