სექსუალური ძალადობა ბავშვზე, გაუჩინარებული ჩვილი და გარიყვა სოფლიდან – ნატა ვიბლიანის მძიმე აღსარება და 35 წლის შემდეგ დაწყებული გამოძიება
საზოგადოება • 1784181600
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებსა და პლატფორმა „ვეძებ“-ის დამფუძნებლის, თამუნა მუსერიძის პოდკასტს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნატა ვიბლიანმა, რომელიც წლების განმავლობაში ჭუბერის თემის სოფელ სგურიშში ცხოვრობდა, ბავშვობის უმძიმეს ტრაგედიაზე საჯაროდ ისაუბრა. იგი თანასოფლელებსა და ახლობლებს სისტემატურ სექსუალურ ძალადობაში, იარაღის მუქარით წამებასა და ბავშვის სავარაუდო მკვლელობაში ადანაშაულებს.
ნატა ვიბლიანის თქმით, მისი „ჯოჯოხეთი“ 7 წლის ასაკში, მამის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. უკვე 9 წლის ასაკიდან მასზე სისტემატურად ძალადობდა რამდენიმე თანასოფლელი, მათ შორის მისივე ნათლიის ძმა და მეზობელი. ქალი იხსენებს, რომ მოძალადეები იარაღის მუქარითა და ოჯახის წევრების დახოცვის მუქარით აიძულებდნენ დუმილს. უმძიმესი დანაშაულის შედეგად, მოზარდი 13-14 წლის ასაკში დაორსულდა.
საქმის ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი და მძიმე ეპიზოდი 1997 წლის მშობიარობას უკავშირდება. ვიბლიანის განცხადებით, ზუგდიდის სამშობიაროში წაყვანამდე სახლში მცენარეული ნაყენებით მის მოწამვლას და ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას ცდილობდნენ. საავადმყოფოში მან ახალშობილის ხმა გაიგონა, თუმცა ბავშვი მაშინვე წაართვეს და მოგვიანებით მისი გარდაცვალება შეატყობინეს. დაზარალებულს ეჭვი აქვს, რომ ახალშობილი მოკლეს ან გაყიდეს.
მომხდარის შესახებ იცოდა როგორც სანათესავო, ისე სოფლის თემმა, თუმცა დაზარალებულმა მხარდაჭერის ნაცვლად საზოგადოებრივი გარიყვა მიიღო. 90-იან წლებში პოლიციისთვის მიმართვის მცდელობაც დამნაშავეების გავლენიანი კავშირების გამო საქმის მიჩქმალვით დასრულდა, რის შემდეგაც ოჯახი იძულებული გახდა ჭუბერიდან ზუგდიდში გადასახლებულიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ნატა ვიბლიანის საჯარო განცხადებების საფუძველზე გამოძიება უკვე დაიწყო.
სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის იურისტის, ვლადიმერ ქუთათელაძის განმარტებით, საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მძიმე მუხლი. იურისტი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და იარაღის მუქარით წამებაზე ხანდაზმულობის ვადას არ ითვალისწინებს, რაც დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას დღესაც სრულად შესაძლებელს ხდის. რაც შეეხება ბავშვის ეპიზოდს: დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ხანდაზმულობა არ ეხება, ხოლო ტრეფიკინგის (ბავშვის გაყიდვის) შემთხვევაში 30-წლიანი ვადა 1997 წლიდან მოყოლებული ჯერ კიდევ არ არის ამოწურული.
დღეს ნატა ვიბლიანი საზღვარგარეთ იმყოფება და აცხადებს, რომ მუქარებისა და საეჭვო პირების გამოჩენის გამო თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, თუმცა სიმართლის ბოლომდე დამტკიცებას და სასამართლოში ჩვენების მიცემას აპირებს.
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










