შემზარავი ტრაგედია - 33 წლის მხატვარი მშობიარობის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

სანთელი

შემზარავი ტრაგედიის შესახებ გახდა ცნობილი, 33 წლის მხატვარი მაია კუჭავა გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზი ორსულობის შემდგომი გართულებაა, რამდენიმე ხნის წინ 8 თვის ორსულმა მან იმშობიარა და ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა.
"როგორ გაგვიცრუე იმედი მაი.. როგორ ველოდით რომ შენ არ დატოვებდი შენს საყვარელ დედას, მეუღლეს, შენს დაიკოებს... შენ შენი ანგელოზები არჩიე ალბად .... როგორ ყველას დააკლდები მაი... შენი ხელოვნება , რომელიც შენ დატოვე, უკვდავია და შენ აქ დედამიწაზე კიდევ დიდხანს იქნები.... მადლობა რომ შენ დამიტოვე შენი დახატული პორტრეტი, რომელიც შენს თავს ყოველ შეხედვაზე შემახსენებს.... შენ სულ ჩვენს გულში იქნები.....

 

Maia Kuchava ..... თქვენ კი ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ გოგოებო და დედიკო გაამაგრეთ ცოტათი მაინც ....  Ia Kuchava Lika Kuchava..."

"მაიკო, იყო არაჩვეულებრივი გოგო. ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდათ. ორსულად იყო, ცოლ-ქმარი სულ დადიოდნენ კონტროლზე და ყველაფერი ისე იყო როგორ უნდა იყოს ორსული ქალის შემთხვევაში. მე-8 თვეში იყო, წნევები დაეწყო და მივიდა ექიმთან, სადაც ჩვეულებრივ წნევის დამწევი მისცეს და გამოუშვეს სახლში, იმავე ღამეს კრუნჩხვებში ჩავარდა და კლინიკაში კვლავ შეიყვანეს, რატომღაც ექიმებმა იმ ღამითვე ამშობიარეს. სამწუხაროდ ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა. ამის შემდგომ დედა კარგად იყო, მაგრამ ორი საათი გავიდა და კომაში ჩავარდა, თურმე გაჟონვა მიუღია და ექიმებმა ეს ვერ შეამჩნიეს. გაგიგიათ? ორსულს არანაირი ანალიზი არ აუღეს ისე ამშობიარეს სამი საათი აწვალებდნენ. აწვალეს, კი არ ამშობიარეს. ამის შემდეგ ქმარმა გამოსტაცა კლინიკას გოგო ცოცხალ-მკვდარი და მე-8 კლინიკაში მიიყვანა, სადაც ლამის ერთი თვეა წევს რეანიმაციაში, მუშაობდა გული და აბა აპარატიდან გამორთავდნენ? ვინ გამორთავდა, როცა იმედი მაინც იყო სადღაც...თუმცა ეს ანგელოზი გოგო, თავის ანგელოზთან გაფრინდა ცაში. საქმე პოლიციაშია და იმედია დაადგენს ოჯახი სამართალს, გაგიგიათ ასე დაუდევრობას ეწირებოდნენ ადამიანები და ექიმებს არანაირი სასჯელი არ ეკისრებოდეს? იმედი გვაქვს ობიექტური გამოძიების", - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მათიკაშვილი
„ყველა რადიკალის გასაგონად, ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ“ - დავით მათიკაშვილი

"ამ ლაჩრობამ სათანადო პასუხი მიიღო. ამ არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველას, ყველა რადიკალი გაფრთხილდეს. როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და სიტუაციის არევას აპირებენ. ელისაშვილი...

პოლიტიკა 1713260851

პარლამენტი ჩხუბი
"გაგარჭობ მიკროფონს...ნაბიჭვარი ეს...გადაგაყლაპებ მაგ მიკროფონს, მონა შენ, ქათამი ეს" - დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის სხდომაზე ხმაურია. პოლიტიკური განცხადებების დროს, "ოცნებისა" და ოპოზიციის დეპუტატები დროდადრო ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან. მთავარი თემა რუსული კანონია. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდ...

პოლიტიკა 1713260599

აკუნინი
"პუტინიზმი ცდილობს შენს სახლში დამკვიდრებას... ქართველებო, ეს არ დაგემართოთ. იზრუნეთ თავისუფლებაზე" - ბორის აკუნინის (გრიგოლ ჩხარტიშვილის) გამოხმაურება რუსულ კანონზე

“რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და მედიასაშუალებამ მომმართა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით. ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, როგორც წესი, არ ვლაპარაკობ. ჯერ ერთი, მე მაქვს კომ...

პოლიტიკა 1713259057

ლამარა აბჟანდაძე
„ახალგაზრდებო, მეც, 94 წლის მოხუცი, მაგრამ აქტივისტი თქვენ გვერდით მიგულეთ“ - ლამარა აბჟანდაძე

სამოქალაქო აქტივისტი ლამარა აბჟანდაძე სოცქსელში წერს: „ის, რაც წუხელ პარლამენტის წინ ხდებოდა, იმედის მომცემია, დიახ ქართველი ხალხისთვის საიმედოა. მე, პირადად იმედი მომცა, რომ ქართველი საზოგადოება ( ყო...

სოცმედია 1713248971

ტურძელაძე
„შესაბამისი იყო რეაქცია, რაც იყო ჩვენი გუნდისგან, საკადრისი პასუხი ვერ მიიღო“ - „ოცნების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილზე

"ალეკო ელისაშვილი, ალბათ იცით თქვენ უკვე, თითქმის 4 წელია პარლამენტშია და მაქსიმალურად ვიკავებ ხოლმე თავს შეურაცხყოფებთან დაკავშირებით, გუშინ რაც გააკეთა ალეკო ელისაშვილმა, ასეთი ფაქტი მე არ მახსენდებ...

პოლიტიკა 1713248639

ლელა ჯეჯელავა
„დღე პოსტივი ჩემგან ოპოზიციონერ დოდოშკას გააკეთებს“ - ლელა ჯეჯელავა 

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სოცქსელში წერს: გუშინ პოსტივის პატარა გოგო მუხლობრივად მთხოვდა განმარტებას რატომ არის კანონი რუსული. ვაჩვენე ქარდი , არ დაკმაყოფილდა. ჩაბჟირდა . დუგინის განცხადება ვაჩვენე ,...

სოცმედია 1713248308