შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედელი მოეწყო

შეშელიძის ქუჩა

გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედელი მოეწყო.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, როგორც იცით, მეწყრული ზონა იყო, რაც პრობლემას წარმოადგენდა ზემოთ, 16-სართულიან კორპუსებში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც ქვემოთ სხვადასხვა ბიზნესაქტივობას აწარმოებდა და ასევე, მათთვისაც, ვინც ყოველდღიურად იყენებდა ამ საავტომობილო გზას გადაადგილებისთვის. დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია.  არსებული ტერიტორია სრულად მოწესრიგებულია.  შემიძლია ვთქვა, რომ იქ მომუშავე და მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე, იმ გზით მოსარგებლეებისთვის ტერიტორია უსაფრთხოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით, მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, მეწყრის სტაბილიზაცია კი მიღწეულია ანკერების, რკინაბეტონის ბადეებისა და გრუნტის ცემენტის საშუალებით.

„გარდა ამისა, ფერდობი დაიყო ტერასებად და ჩატარდა ე.წ. ფრანგული კედლის მოწყობის სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ ფერდზე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, რაზეც კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია, დაკვირვება ხუთი წლის მანძილზე განახორციელოს. მცირე ცვლილების შემთხვევაშიც კი, ამაზე ინფორმაცია მაშინვე გვექნება. როგორც აღვნიშნე, პროექტის განხორციელების შედეგად, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხე აღარ ემუქრება. ასევე, დაცულია გზის სავალ ნაწილზე გადაადგილების უსაფრთხოება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტს“ მადლობა გადაუხადა, რომელმაც შეშელიძის ქუჩაზე აღნიშნული სამუშაოები შეასრულა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163