შსს-მ Facebook-რეკლამებში გაწეული ხარჯების 60% ლაშქარავას კადრების გავრცელებაში დახარჯა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ Facebook რეკლამებში გაწეული ხარჯების 60% ლექსო ლაშქარავას ვიდეოკადრების გავრცელებას მოახმარა - ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. 

კერძოდ, შსს-მ Facebook-ის ინფორმაციის რეკლამირების ფუნქციით 2020 წლის 4 აგვისტოდან 2022 წლის 7 იანვრის პერიოდში ჯამში 1 049 აშშ დოლარი დახარჯა.

მათივე ცნობით, 18 თვის განმავლობაში სამინისტრომ მხოლოდ 19 ამბავი დაარეკლამა. საშუალოდ, სამინისტრო ახალი ამბის დარეკლამებისთვის 100 დოლარზე ნაკლებ თანხას იყენებს, თუმცა იყო ორი შემთხვევა, როდესაც სამინისტრომ ინფორმაციის გავრცელებისთვის ყველაზე დიდი თანხა - 600$ დახარჯა.

"ჯამში დახარჯული 1 049 დოლარიდან სამინისტორომ 600$ 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაცვლილი ჟურნალისტის ლექსო ლაშქარავას ვიდეოების გავრცელებისთვის დახარჯა, ხოლო დანარჩენი 449 დოლარი სამინისტროში მიმდინარე სიახლეების გასავრცელებლად. 100$-ზე ნაკლები დაიხარჯა სამინისტროს მიერ წარდგენილი 10-წლიანი სამოქმედო გეგმის რეკლამირებაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე რომლებიც იგეგმება, მომდევნო 10 წლის განმავლობაში. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული თემის რეკლამირებისთვის 100$-ზე ნაკლები იყო დახარჯული, ამბავი ფეისბუკმომხმარებლების შედარებით მცირე ნაწილმა ნახა. სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში რეკლამებზე დახარჯული თანხის მიხედვით ნათლად ჩანს სამინისტროსთვის პრიორიტეტული სიახლეები.

ხოლო რაც შეეხება, ფეისბუკზე რეკლამირებაში დახარჯულ 600$-ს, შსს-მ მოკლული ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას თბილისში გადაადგილების ამსახველი ორი ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, 2021 წლის 12-13 და 14 ივლისს.

12 ივლისს გამოქვეყნებული კადრების გავრცელებაში სამინისტრომ 300-399 აშშ დოლარი დახარჯა. ეს თანხა 4-ჯერ აღემატება შსს მიერ რეკლამებში საშუალოდ დახარჯულ თანხის ოდენობას. აქედან გამომდინარე ნათელია სამინისტროს მიზანი, რომ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი კადრები რაც შეიძლება მეტ ადამიანს ენახა.

რაც შეეხება მეორე ვიდეოს, რომელიც სამინისტრომ 13-14 ივლისს გამოაქვეყნა, ვიდეოს რეკლამირებისთვის სამინისტრომ ჯამში 200-299$ დახარჯა", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ცნობისთვის, 2022 წელს UNESCO-მ მსოფლიოს მასშტაბით მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა. 2021 წლის მონაცემებით სულ 55 ჟურნალისტი მოკლეს, მათგან ერთ-ერთი ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავაა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
18 მეტრიანი ავტობუსი
მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.   ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პი...

საზოგადოება 1711701242

იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900