"შვილები არ გყავთ? გინდათ, რომ ჯოჯოხეთში იცხოვრონ? არ მეგონა, თუ 92 წლის ასაკში მომიწევდა თავისუფლებისათვის ბრძოლა" - ლეო ანთაძის მიმართვა

ლეო ანთაძე

 ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, ლეო ანთაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

92 წლის მსახიობი ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს და მათ წინააღმდეგ ძალადობას გმობს.

"რით ვერ გაიგო ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ რაც არ უნდა მხეცური, არაადამიანური ქმედება ჩაიდინონ ჩვენი ახალგაზრდების მიმართ, რაც არ უნდა გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალება იხმარონ ამით უკუ რეაქციას მიაღწევენ. რა თავგამოდებით, სადისტური ინსტიქტებით, მხეცურად უსწორდებიან ვინც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის მონა არ გახდეს. ვერაფრით ავხსნი ძალოვნების ქმედებას. რა დედამ გშობათ, რა ოჯახში გაიზარდეთ რომ ორ გროშად ყიდით სამშობლოს. ეტყობა საოცარ ნეტარებას განიცდით, როდესაც 10-12 კაცი ურტყამთ წაქცეულს. თავს იმართლებთ იმით და გაიძახით თუთიყურშებივით წესრიგს ვიცავთო, კანონს ვიცავთო.

 

შვილები არ გყავთ? გინდათ რომ თქვენმა შვილებმა ჯოჯოხეთში იცხოვრონ? რუსეთთან ყოფნა ხომ ჯოჯოხეთის ტოლფასია! ჩვენმა დიდმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა ბრძანა: ,, ვისაც რუსეთთან ყოფნა სურს, ის ან ბრიყვია ან ნაძირალა” დასკვნა თქვენთვის მომინდია.

გაიხსენეთ შოთა რუსთაველის სიტყვები ,, სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა.” ოღონდ სახელის მოხვეჭა სამშობლოსადმი თავდადებით, სიკეთის თესვითა და ზრუნვით, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდეს. არიან ისეთი არაადამიანები, რომლებმაც ბოროტებით გაითქვეს სახელი. ისტორიას დარჩნენ როგორც ნაძირლები და არამზადები, როგორებიც იყვნენ ყორღანაშვილები, ორჯონიკიძეები, ილიას მკვლელები და სხვა.

მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას  არტემიდეს ტაძარს ცეცხლი წაუკიდა და მთლიანად გადაწვა ჰეროსტრატემ იმ მიზნით, რომ მისი სახელი დარჩენილიყო ისტორიას და მიზანსაც მიაღწია. იგი ისტორიამ შეინახა როგორც სიბოროტის სიმბოლო. პუტინსაც , ბიძინასაც და მთელ მის ხროვასაც ჰეროსტრატებად მოიხსენიებს ისტორია.

 

P.S არ მეგონა თუ 92 წლის ასაკში მომიწევდა თავისუფლებისათვის ბრძოლა. შეუძლოდ ვარ და როგორც კი გამოვკეთდები აუცილებლად შევუერთდები ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს. ჩვენს მომავალ ევროპულ საქართველოს!" - წერს ანთაძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეგი გოცირიძე
„გამშველებლის დედაც“ - მეგი გოცირიძე ხარებას და შინჯიჯაშვილის სისხლიან „რაზბორკებზე“

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: არ ვგმობ არცერთი მხრიდან ძალადობას!ხარებას ბანდამ  ცეცხლი გაუხსნა შინჯიკას ბანდას გამშველებლის დედაც

სოცმედია 1737309135

უდიპლომო ყაველაშვილი
ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.  „საქართველოს პრეზიდენტის მ...

პოლიტიკა 1737307698

 ჯო უილსონი
"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი" - უილსონი

"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონ...

პოლიტიკა 1737306367

ხარება
დაპირისპირება "ხარებასა" და შინჯიკაშვილს შორის გრძელდება - 17 იანვარს "ასპრიასთან" სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი

"ხარებას" და გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გრძელდება - კერძოდ, დინამოს სტადიონის მიმდებარედ, ფიტნეს დარბაზ "ასპრიასთან" 17 იანვარს სროლა იყო, რა დროსაც ერთი ადამიანი, ჯონი მარიდ...

პოლიტიკა 1737306226

ირმა გიგანი
ახალგაზრდა პიანისტმა ირმა გიგანმა ვატიკანში კონცერტი გამართა

ქართველმა ახალგაზრდა ;პიანისტმა ირმა გიგანმა ვატიკანში კონცერტი გამართა. ამის შესახებ ირმას დედა, თაკო ჩარკვიანი სოცქსელში წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს: დე მიყვარხარ გილოცავ, ბედნიერი ვარ ირმა დე გენაც...

კულტურა 1737300315

თემქის პოლიცია
"არავინ ვართ თავისუფლები, სანამ რეჟიმის ტყვეები ციხეში არიან" - გუშინ, თემქის პოლიციასთან დაკავებული 6 მოქალაქიდან 4 გაათავისუფლეს

გუშინ, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 ადამიანიდან 4 - მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი და მარიამ გილაშვილი გაათავისუფლეს. "მეგობრებო, გოგოები...

პოლიტიკა 1737297580