„სინოდის ყოველი წევრი ვალდებულია, ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე, განსაზღვროს საკუთარი პოზიცია“ - მეუფე საბა

მეუფე საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში საპატრიარქოს არჩევნების შესახებ წერს.

მისი თქმით, მტკიცება, თითქოს რომელიმე იერარქისადმი ხმის არმიცემა შეიძლება შეფასდეს როგორც „ღალატი“, ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის კანონიკურ ბუნებას, ისე მის სულიერ წესრიგს.

მღვდელმსახურის თქმით, საპატრიარქო არჩევნები ეს არის ღრმად სულიერი აქტი, სადაც თითოეული მღვდელმთავარი პასუხს აგებს ღმერთის წინაშე საკუთარი გადაწყვეტილებისთვის.

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური და სულიერი ტრადიციის თანახმად, წმინდა სინოდის თითოეული წევრი განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და თავისუფლებით არის აღჭურვილი, როდესაც მონაწილეობს ისეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილების პროცესში, როგორიც საპატრიარქო არჩევნებია.ეკლესიის ეკლესიოლოგიური ბუნება ეფუძნება არა იურიდიულ ფორმალიზმს ან პიროვნულ გავლენებს, არამედ სულიწმიდის მადლით ხელმძღვანელობას. შესაბამისად, წმ. სინოდის წევრი მოწოდებულია, პირველ რიგში, იყოს ლოცვით მდგომარეობაში, სულიერი ჭვრეტასა და შინაგან თავისუფლებაში, რათა მისი არჩევანი იყოს არა გარეგანი ზეწოლის, ავტორიტეტის ან წინასწარი მითითებების შედეგი, არამედ ჭეშმარიტად სინდისისა და სულიწმიდის კარნახის გამოხატულება.მტკიცება, თითქოს რომელიმე იერარქისადმი ხმის არმიცემა შეიძლება შეფასდეს როგორც „ღალატი“, ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის კანონიკურ ბუნებას, ისე მის სულიერ წესრიგს. ეკლესიაში არ არსებობს იძულება სინდისზე; პირიქით, იგი იცავს პიროვნების თავისუფლებას, რომელიც განწმენდილი უნდა იყოს ლოცვითა და პასუხისმგებლობით.საპატრიარქო არჩევნები არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული აქტი, არამედ ეს არის ღრმად სულიერი აქტი, სადაც თითოეული მღვდელმთავარი პასუხს აგებს ღმერთის წინაშე საკუთარი გადაწყვეტილებისთვის. ამიტომაც, ყოველი სინოდის წევრი თავისუფალია და ვალდებულია, დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე, განსაზღვროს საკუთარი პოზიცია.ეკლესიის ერთობა არ მიიღწევა იძულებით, არამედ სიმართლეში, სიყვარულში და თავისუფლებაში. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყოს არა მხოლოდ კანონიკურად სწორი, არამედ სულიერად ნაყოფიერი ეკლესიისთვის, -წერს მეუფე საბა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპ თაუერი
თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ი აშენდება - The Wall Street Journal-ი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776583264

მირცხულავა
„ჯერ უფროსი შვილის ფანტომობით კვება საზოგადოება და მორალური ზიანი მოაყენა, მერე - მეორე შვილისადმი მთელი სამთავრობო ვერტიკალოს ლაქიაობის დემონსტრირება მოახდინა დ ისიც დააზიანა, ახლა მესამეს იმეტებს - რათა კაცო, რათა?“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...

სოცმედია 1776583076

ნეთანიაჰუ ტრამპი
„ისრაელმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეა“ - ტრამპი

„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...

მსოფლიო 1776582759

გლაგოლი
კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს - უკრაინის გენერალური პროკურორა

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1776582533

პროკურატურის შენობა თბილისში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტები - "საქართველოს პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...

კრიმინალი 1776582471

ჰორმუზის სრუტე
ჰორმუზის სრუტე ისევ დაიბლოკა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...

მსოფლიო 1776582355