სინოდურმა კომისიამ მარნეულის ეპისკოპოსის განაჩენის შეჩერების რეკომენდაცია გასცა
საზოგადოება • 1750565430
საქართველოს საპატრიარქოს გაფართოებული სინოდურმა კომისიამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ, სავარაუდოდ, ქვემო ქართლის რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილისთვის, გიორგი შინჯიკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენის შეჩერების რეკომენდაცია გასცა.
"მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის სხდომა.
სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.
მოსმენილის საფუძველზე გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს". - წერია 19 ივნისით დათარიღებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო.
მოგვიანებით, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა თქვა, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.
მეუფე გიორგი ჯამდელიანმა სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებაში ისაუბრა მისი მკვლელობის მომზადებაზე, რასაც, ეპისკოპოსის თქმით, უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი მაღალჩინოსანი გადაბირებული მონაზვნის ხელით გეგმავდა.
10 ივნისს ჯამდელიანმა 6 ივნისით დათარიღებული საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი გაასაჯაროვა, რომელშიც მკვლელობის მომზადებაში ეჭვმიტანილი პირი "გ.შ."-დ არის მოხსენიებული.
რატომ არის ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის სასარგებლო ველოსიპედით სეირნობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კუნთების...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781262175
კომპანია ,,ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე პროდუქციაა წარმოდ...
ჯანმრთელობა • 1781261876
ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...
ჯანმრთელობა • 1781261687
სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...
კრიმინალი • 1781246672
"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...
პოლიტიკა • 1781246237
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...
სოცმედია • 1781237494










