„სიცოცხლის მოსპობით მემუქრებიან, მაგრამ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ დამიცვა...“ - სისხლის აღების შემზარავი ისტორია
საზოგადოება • 1424421000
საქართველო უნიკალური ქვეყანაა ისტორიით, ადათ-წესებით და გამორჩეული კულტურით. განსაკუთრებული მთა-ბარი აქვს, ასევე განსხვავებული მაცხოვრებლებით. მთაში მკაცრი, ძველი ტრადიციების მიმდევარი ხალხი ცხოვრობს, ბარში - შედარებით ლოალური და შემწყნარებელი.
ამ ინტერვიუში მოგიყვებით მთის ხალხის სისასტიკეზე, რომელსაც მათი ადათ-წესებით ამართლებენ. ჩვენი რესპოდენტი მაგალითია თუ როგორ შეუძლიათ სვანებს კანონის-კონსტიტუციის უგულებელყოფა და თავიანთი ტრადიციით ხელმძღვანელობა და ცხოვრება.
რესპოდენტი ზვიად ქორთიაევია, რომელიც სვანებს თითქმის 1 წელია ებრძვის. ამ ინტერვიუში ნათლად დაინახავთ როგორი უძლურია სვანებთან პოლიცია, კანონი და კონსტიტუცია. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ არ აინტერესებთ და არც გაითვალისწინებენ.
21-ე საუკუნეშიც კი მოქმედებენ სისხლის აღების წესით, თითქოს ცალკე ავტონომია აქვთ და მათ სახელმწიფოში სისხლის აღებაა უზენაესი კანონი.
- გამარჯობა, ბატონო ზვიად, მოგვიყევით რა მოხდა 2014 წლის ზაფხულის მიწურულს, რა გახდა თქვენი და სვანების დაპირისპირების მიზეზი?
- 2014 წელს, აგვისტოში, სვანეთში ვისვენებდი დასთან და დისშვილებთან საოჯახო სასტუმროში. სასტუმროს მეპატრონეს შვილები ყავდა, რომლებიც ჩემს დისშვილებთან თამაშობდნენ. მათ ჰყავდათ ცხენები. სასტუმროს მესაკუთრე, ზაზა, და მე დავმეგობრდით, ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ერთ დღესაც შემომთავაზა ჯირითის სწავლა, რაზეც დავთანხმდი. მასწავლა კიდეც ცხენზე ჯირითი, ბავშვები შორიდან გვიყურებდნენ და გგვულშემატკივრობდნენ. არ ვიცი და არ შემიმჩნევია როდის მომიახლოვდა მისი 9 წლის შვილი, ცხენი დაფრთხა, გადმომაგდო და 9 წლის ბიჭს ტორი ჩასხო, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია - 9 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
ამ ფაქტმა გამანადგურა - ჩემს თვალწინ პატარა ბიჭის სიცოცხლე დასრულდა. მისი ოჯახის წევრები და მამა იქვე იყო - მათ თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. რთულია შვილმკვდარი მშობლების გამხნევება, მეც ცოცხალმკვდარი ვიყავი. ბიჭი ტრადიციულად დაკრძალეს. ამ პერიოდის განმავლობაში გარდაცვლილი ბიჭის მშობლები მამხნევებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მე თავი არ უნდა მეგრძნო დამნაშავედ და განგებამ ასე ისურვა.
- ამბავი ძალიან მძიმეა, შემზარავია. როგორც ჩანს, თქვენი მეგობრობა გაგრძელდა, საიდან დაიწყო დაპირისპირება?
- დაკრძალვის შემდეგ რამდენიმე კვირა მასთან დავრჩი, მთხოვა მასთან ვყოფილიყავი და მეც არ მივატოვე მეგობარი განსაცდელში, ჩემი და დისშვილები თბილისში დაბრუნდნენ, რადგან ბავშვებს სკოლა ეწყებოდათ. ყველაფერი ნორმალურად იყო, დავდიოდით საფლავზე ერთად, ვანუგეშებდით ერთმანეთს. ჩემი წასვლის დროც დადგა, ვხედავდი რომ ჩემი მეგობარი შედარებით უკეთ იყო. მეც ჩემი ვალდებულებები და საქმეები მქონდა. წამოსვლისას გულში ჩამიკრა, მითხრა რომ მისი ძმადნაფიცი ვიყავი და ისევ მელოდებოდა ცოლ-შვილთან სვანეთში.
წამოვედი თბილისში, ვეკონტქტებოდით ერთმანეთს და არაფერი უცნაური არ შემიმჩნევია. ერთ დღესაც მირეკავს ზაზა და მეუბნება, რომ მისი შვილის სიკვდილი ჩემი ბრალია, ამბობდა რომ მე რომ არ ვყოფილიყავი მისი შვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა. ამ სიტყვების მოსმენისას გავქვავდი, ხმა ვერ ამოვიღე მე ისედაც განადგურებული ვიყავი ამ ამბის გამო და ამ სიტყვებმა ჩემში ადამიანი მოკლა. არაფერი მითქვამს.
- ამ ზარის შემდეგ რა მოიმოქმედეთ, ვის მიმართეთ დასახმარებლად და როგორ განვითარდა მოვლენები?
- არ მინდოდა ჩემი ოჯახის შეშინება და არაფერი მითქვამს მათთვის. ვისაც მივმართე რჩევის საკითხად რომ დამხმარებოდნენ თუნდაც იმით, რომ ეთქვათ რომელი უწყებისთვის მიმემართა ყველა მეუბნებოდა, რომ სვანებთან კანონის ენით ბრძოლას აზრი აქვს და მათთვის არ არსებობს კონსტიტუცია. ამ ზარის მერე დაიწყო ჯოჯოხეთი. ზაზამ დაიწყო ჩემი დისშვილების დაშინება, სკოლასთან დახვედრა. ასევე მემუქრებოდნენ ზაზას ძმები. იყო ჩემი მკვლელობის მცდელობაც. სასიკვდილოდ მცემეს ზაზა და მისმა ორმა ძმამ, მათ ეგონათ რომ მოვკვდი და გაიქცნენ. შემთხვევა ჩემს სახლთან მოხდა და გამთენიისას მეზობლებმა მიპოვეს უგონოდ დაგდებული. როცა გაიგეს, რომ ცოცხალი ვიყავი ისევ დარეკეს და მითხრეს, რომ 3 დღეში ჩემს სიცოცხლეს ბოლოს მოუღებდნენ.
- ძალიან რთულია ამ ამბის მოსმენაც კი, არათუ ამ სტრესში ცხოვრება. რაში ხედავთ გამოსავალს?
- ასე შიშში ვცხოვრობ და ვაცხოვრებ ჩემს ოჯახს უკვე 6 თვეა. გამოსავალი ქვეყნიდან წასვლა მგონია. ძალიან რთულია ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ დამიცვა, იძულებული ვარ დავტოვო და სხვა ქვეყანას შევაფარო თავი, რათა გადავრჩე.
- სამწუხაროა, რომ ქვეყნის დატოვება გიწევთ იმიტომ, რომ ვერავინ დაგიცვათ. მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შსს, სახალხო დამცველს მიიღონ ზომები, რათა ადამიანის სიცოცხლე არ დასრულდეს, თქვენი უმოქმედობის გამო. მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე და მოყევით თქვენთვის ძალიან სენსიტიური და მძიმე ამბავი. ნამდვილად შემზარავი ისტორიაა და კიდევ უფრო შემზარავია ამ ქვეყანაში სახელმწიფოს უმოქმედობა.
- მადლობა, რომ დაინტერესდით ჩემი ისტორიით. იმედი მაქვს, ამ ინტერვიუს მერე მაინც მიიღებენ შესაბამის ზომებს და არ მომიწევს ქვეყნის დატოვება, მხოლოდ იმიტომ რომ გადავრჩე ცოცხალი.
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778846299
დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840400
ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840160
უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778839500
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...
პოლიტიკა • 1778827689
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778826178








