„სიცრუეა, რომ ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კედლის მხატვრობა დაზიანდა“ - სააგენტო ტიმოთესუბნის ტაძარზე

ტიმოეთეს ტაძარი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება.

 

უწყება ამტკიცებს, რომ მტკნარი სიცრუეა ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კედლის მხატვრობის დაზიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.  ჩუბინაშვილის ცენტრი ამბობს, რომ ტიმოთესუბნის სამუშაოები მიუღებელი მეთოდოლოგიითა და მასალებით ჩატარდა.

მათივე განმარტებით, 2022-2023 წლებში ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში: მოიხსნა დროებითი თუნუქის საფარი, მთელ სახურავზე ლორფინი გაიწმინდა ლიქენებისა და მცენარეული საფარისაგან, ლორფინებს შორის არსებული ნაკერები ამოსუფთავდა და ამოიგოზა, ტაძრის სახურავზე დაიგო სპილენძის საფარი, რისთვისაც სრულად შეიფიცრა სახურავის დახრილი სიბრტყეები, შეფიცრულ სახურავზე დამაგრდა ხის ლილვები და ისინი დაიფარა მაღალი ხარისხის სპილენძის ფურცლებით (0,7 მმ), რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდა ექსპერტიზა. ასევე, აღდგა გუმბათის ყელზე დაზიანებული მოჭიქული დეტალები, ფასადზე მოიხსნა სხვადასხვა პერიოდის ცემენტის ფენა და ამოიგოზა ნაპრალები.

"ლორფინის სახურავის გადაწყობა და ახლით ჩანაცვლება მოხდა მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ეს უკიდურესად აუცილებელი იყო, რათა თავიდან აგვეცილებინა მასშტაბური ჩარევა. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, სააგენტოს მთავარი ამოცანა, ერთი მხრივ, იყო სპილენძის ფურცლებქვეშ ისტორიული ლორფინის გადახურვის შენარჩუნება, ხოლო, მეორე მხრივ - ძეგლის წყლის ინფილტრაციისგან დაცვა. სახურავი რომ დაზიანებული იყო და წყალს ატარებდა, დადასტურებული ფაქტია, რასაც ჩატარებული სამუშაოების დაკნინების მოსურნე პოლიტიკურად ანგაჟირებული ხელოვნებათმცოდნე „მეცნიერებიც“ ვერ უარყოფენ. ამიტომაც იყო საჭირო 2020 წელს ძეგლის დროებით თუნუქით გადახურვა. როგორც უკვე აღინიშნა, ამჟამად ეს სახურავი მოხსნილია და ძეგლი გადახურულია სპილენძის სახურავით, რაც ძეგლის დაცვის მრავალწლიანი გარანტიაა, ასე რომ, წყლის ჩადინების პრობლემა მოგვარებულია და ძეგლი დაცულია გარემო პირობების ზემოქმედებისაგან.

სამუშაოების პროცესში ტიმოთესუბანში ჩასულმა ერთმა „მეცნიერმა“ განაცხადა, ეს მთავრობა რომ წავა, ტიმოთესუბანს სპილენძს მაშინვე მოვაძრობთ და ძეგლს ისევ ლორფინის ქვეშ დავტოვებთო. ამგვარი "შემფასებლების" მოსაზრებებს სააგენტო ვერც სერიოზულად მიიღებს და ვერც გაითვალისწინებს.

მცირე განმარტება პროფესიონალთათვის ლორფინების ე. წ. დახვრეტასთან დაკავშირებით: 50X60 მმ ხის წოლანები ლორფინზე დამაგრდა 8X80 მმ ანკერებით, შესაბამისად, ლორფინში ანკერის შეღწევის სიღრმეა 20-30 მმ. უნდა აღინიშნოს, რომ ლორფინის დაზიანებული ადგილები ზოგან რამდენჯერმე აღემატებოდა ანკერით გაკეთებულ „ჩაღრმავებას“.

გარდა ამისა, მტკნარი სიცრუეა ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კედლის მხატვრობის დაზიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი სამარცხვინო ცდა, რითაც ზოგიერთმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ხელოვნებათმცოდნემ თავი არაერთხელ გამოიჩინა. სააგენტო კვლავაც მოუწოდებს ასეთ პირებს, რომელთაც ძეგლების დაცვა-აღდგენის არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არ გააჩნიათ, მოერიდონ მხოლოდ ვარაუდებზე დაფუძნებულ შეფასებებსა და ამგვარი შეფასებების დადასტურებულ ფაქტებად გასაღების ფუჭ მცდელობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 პოლონეთში 27 წლის ქართველი
რატომ დააკავეს პოლონეთში 27 წლის ქართველი

პოლონეთი 27 წლის ქართველი ახალგაზრდა დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაკავებული ტექნიკის მაღაზიის ქურდობაშია ეჭვმიტანილი.    ქართველი პოლონეთში არალეგალურად იმყოფებოდა, მას ქვეყნიდან დეპორტაც...

კრიმინალი 1742047630

გმირთა მოედანი
მიმდინარე სამუშაოების გამო, გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრუ...

საზოგადოება 1742047324

კონფერენცია კიბო
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „კოლორექტული კიბო - შესაძლებელია პრევ...

ჯანმრთელობა 1742047239

მკვლელობა ჭავჭავაძეზეე
„ეს ამბავი პოლიტიკას არ უკავშირდება, მაგრამ რადგან ხელისუფლების მეგობარი ქურდები არიან მკვლელობაში ეჭვმიტანილები, ამბავი თაროზე შემოიდება და ისევ ქურდები თუ იტყვიან, რატომ მუკლეს ძმა ქართველ კანონიერ ქურდს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: ჩემი, ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით.ქურდი ჯანგველაძე , რომელიც ტარიელ ონიანის მეგობარია და ქურდების ამ ნაწილს ეძახიან “ქართველ ქურდებს” დაპირისპირებული იყო “ქურთი ქ...

სოცმედია 1742046210

ტრამპი 1
ტრამპის ადმინისტრაცია 43 ქვეყნისთვის მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

ტრამპის ადმინისტრაცია 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას და ქვეყნების შესაძლო ჩამონათვალს The New York Times ავრცელებს.   წინასწარ ჩამონათვალში, რ...

მსოფლიო 1742045769

ზელენსკი  1
"კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან" - ზელენსკი

"კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს. ზელენსკის თქმით, დონეცკის ოლქისა და ფრონტის ხაზის სხვა ზონებში უკრაინის პოზიცი...

რუსეთ-უკრაინის ომი 1742044073