სკანდალური კვლევა მოსამართლეებზე
საზოგადოება • 1674573641 618

"საქართველოს მოქმედი მოსამართლეების თითქმის ერთი მესამედის (90) ოჯახის წევრი დასაქმებულია საჯარო სამსახურში, 90-იდან 51 მოსამართლის ოჯახის წევრი დასაქმებულია სხვადასხვა სასამართლოში", - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაში ვკითხულობთ.
ორგანიზაციის მიერ მომზადებული ვრცელი კვლევა საქართველოს სასამართლო სისტემას, მასში არსებულ ნეპოტიზმსა და კლანური მმართველობის სტილს ეხება.
კვლევის მიხედვით, 90-დან 60 შემთხვევაში მოსამართლის ოჯახის წევრი მოქმედ პოზიციაზე დასაქმდა, დაწინაურდა ან სამუშაო პოზიცია შეიცვალა მხოლოდ მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ.
ამასთან ერთად, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების 84 მოსამართლიდან, 13-ის შვილი დასაქმებულია სასამართლო სისტემაში.
ხოლო, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოღვაწე 209 მოსამართლიდან 60-ის დეკლარაციაში ნახსენებია საჯარო სექტორში დასაქმებული ოჯახის წევრი, 33 მათგანი დასაქმებულია სხვადასხვა სასამართლოში.
IDFI განმარტავს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემის სრული მასშტაბით შესწავლა და წარმოჩენა შეუძლებელია ქონებრივი დეკლარაციების მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნების შეზღუდული ხასიათის გამომდინარე.
კერძოდ, საჯარო მოხელეებს არ აქვთ ვალდებულება, რომ დეკლარაციაში შეიყვანონ: მშობლები, და-ძმა და ფინანსურად დამოუკიდებელი შვილები, რომლებიც თანამდებობის პირთან არ ცხოვრობენ.
კვლევის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ 300-მდე მოსამართლის დეკლარაცია შეისწავლა.

უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ემოციურ ლექსს გვიზიარებს. ლექსი არჩილ ხოფერიამ გარდაცვლილ შვილთან დაკავშირებით დაწერა. „ისევ დაღამდა…კიდევ ერთხელ გაან...
საზოგადოება • 1675005098

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამის ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვას პასუხობს. „დღეს მოვისმინე ბატონი ნიკა სააკაშვილის მიმართვა ჩემი მისამართით და მინდა გამოვ...
პოლიტიკა • 1675004888

პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ჩვენი მამა ალექსანდრე აღარ გვყავს!25 წელი ერთგულად ემსახურა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარს, წინამძღვრ...
საზოგადოება • 1675001557

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, საკუთარი გადაცემის გვერდზე ავრცელებს. „მარიამის სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამ...
სოცმედია • 1675001164

გახანგრძლივდება თუ არა არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში - ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის წარმომადგენლები დამატებითი დროის აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ უნიკალური კოდი 4 000-ზე მეტ...
პოლიტიკა • 1674997159

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი სახლში შევარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. მომხდარ...
შემთხვევა • 1674996617