სტალინის ბავშვობის სახლის სარესტავრაციოდ 109 430 ლარის დახარჯვა იგეგმება

სტალინი1

 გორში სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული  ბავშვობის საცხოვრებელი სახლის და ფანჩატურის რესტავრაცია-კონსერვაციას გეგმავენ. გამოცხადებულ ტენდერში შემსყიდველი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმია. წინადადებების მიღება 18 იანვარს დაიწყება და 21 იანვარს დასრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 109 430 ლარია. სამუშაოების ვადა 11 თვე. ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად, რესტავრაცია-კონსერვაცია უნდა ჩაუტარდეს სახლის როგორც ექსტერიერს ისე ინტერიერს, სახურავს, იატაკს, კარ-ფანჯრებს, მემორიალურ დაფებს, უნდა შეიცვალოს ელექტროგაყვანილობა.

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 10 წელს.

პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. 2022 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 220000 ლარისა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭყონია
"ჩვენზე დგას ეს ქვეყანა... ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში... ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა" -| თემურ ჭყონია

"ჩვენზე დგას ეს ქვეყანა... ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში... ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა", - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ  განაცხადა. "როდესაც სა...

პოლიტიკა 1737125995

გიორგი ფარცვანია
ოქროს ჯვრით" უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია დააჯილდოვეს

გენერალმა სირკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ჯილდო "ოქროს ჯვრით" უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია დააჯილდოვა. ფარცვანიამ 2024 წელს აგვისტოს ომის დღეებში რუსეთში საქართველოს დროშა გაშალა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1737124074

კობახიძე ივანიშვილი
ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს

ბიძინა ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს და ფაქტობრივად ერთი-ერთში იმეოებს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადებას. ოლიგარქის პრემიერი ირ...

პოლიტიკა 1737123966

ჯო უილსონი
"მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის ხელშემწყობთა ქსელს!" - უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დიდი ბრიტანეთს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე X-ზე წერს. "მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს...

პოლიტიკა 1737123229

ლევან იოსელიანი
"რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში" - ლევან იოსელიანი

 "რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მის ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციას. "დღეს, ჩ...

პოლიტიკა 1737123133

ჟურნალისტების აქცია
„თავისუფლება მზია ამაღლობელს, შეუჩერდეს უფლებამოსილება დგებუაძეს“ - ჟურნალისტების აქცია თბილისსა და ბათუმში

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში ერთდროულად იმართება. ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან, თბილისში კი ორთაჭალაში მდებარე...

პოლიტიკა 1737117357