სწორი მოქცევა ვერ ვისწავლეთ, ვერც ერთმანეთთან, ვერც ღმერთთან და ვერც მოყვასთან - მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვაზე, ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და საზოგადოებაში შერიგებისა და ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დიდი ხანია გაყუჩებული ვარ და არაფერს ვამბობ. ვფიქრობ, ჩემი იმით [საუბრით] სახელმწიფო ან რამე არ დავაზიანო. ხშირად ვამბობთ, შევრიგდეთ, გავერთიანდეთ და შეხედეთ - ერთი მხრიდან არის ის „რუსები“, „რუსები“ - რუსებს ეძახიან ვიღაცებს, მეორე მხარე იძახის, „აგენტები“, „აგენტები“, „აგენტები“ - რეალურად, ამით შევრიგდებით? ვის საქმეს ვაკეთებთ, ხომ?!

მარტივად აგიხსნით, თუ იმის შნო არ გქონდა, რომ მარტივად დაილაპარაკებ, ეს იქნება შენი ოკუპანტი, თუ არა ოკუპანტი, ნებისმიერთან უნდა შეგეძლოს დალაპარაკება, რომ შენი ინტერესი გაატარო. თუ ყველას ვერ დაელაპარაკე, მსოფლიო დიდია და შეგვჭამენ.

ქართველები ძალიან წინ უნდა ვიყოთ და სანამ ერთმანეთს დავჭამთ, ვერ ვიქნებით წინ. ეკლესია როცა ამბობს, რომ შევრიგდეთ და გავერთიანდეთ - ვისაც არ უნდა შერიგება, თქვას. ნებისმიერმა მხარემ თქვა და ზოგი ისეთია, თუ ვერ შეიგნო, რომ დამნაშავეა და შენდობა არ ითხოვა, უბრალოდ, ჩვენ ქრისტიანები იმას ვიზამთ, რომ იმას არ შევეხებით.

ეკლესია საქართველოსთვის ყოველთვის დადგება, უბრალოდ, არ გვინდა, ჩვენ მხარე ვერ გავხდებით, მაგრამ გვინდა, რომ ერთმანეთთან პატივისცემა იყოს, ეს სულელური რაღაცები არ გრძელდებოდეს და გავჩერდეთ. ვინმე თუ კიდევ დააპირებს ჩემზე პასუხის გაცემას, ვანახვებ, როგორ უნდა პასუხის გაცემა, როგორც უნდათ ისე მიიღონ. ქართველები ვართ და დაგვაცადონ წესიერად ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში.

გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ ისინიც ხომ ჩვენნაირმა უნდა აგირჩიონ, ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩემი სათქმელი ეს იქნება - ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად. ვიცი, რასაც ვამბობ და თქვენც მიხვდებით, რაზე არის საუბარი, თქვენ თუ არა, ადრესატები მიხვდებიან და ვიყოთ ჭკვიანად....

არავის ეგონოს, რომ რამეს გავატარებთ. ქართველები ვართ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და გონზე მოვიდეთ. გონზე მოვიდეთ და ეს მასკარადები აღარ გვჭირდება, თორემ, რაც მითქვამს არ გამართლებულა? დღემდე, სამწუხაროდ, სწორი მოქცევა ვერ ვისწავლეთ, ვერც ერთმანეთთან, ვერც ღმერთთან და ვერც მოყვასთან“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172