თაბუკაშვილის ქ. N51-ში მდებარე ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრული რეაბილიტაცია იწყება
საზოგადოება • 1785923700
„თბილისის განვითარების ფონდი“ მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნაგებობა გამოირჩევა თავისი უნიკალური განთავსებითა და არქიტექტურით - იგი რთულ რელიეფზეა აგებული და ორივე მხრიდან უნიკალურ ფასადს ქმნის.
„განსაკუთრებით საინტერესოა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხარეს არსებული სამსართულიანი ფასადი. შენობას ასევე გააჩნია ისტორიული ბაღის ნაწილი თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან, სადაც შემორჩენილია XIX საუკუნის ხის კარები და ეზოს ავთენტური ელემენტები. აღნიშნულ სახლში გაჩნდა ხანძარი, რომელმაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ძეგლს. მოსახლეობას შევპირდით, რომ სახლის რეაბილიტაციას განვახორციელებდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სამუშაოებს, თბილისის მერის თქმით, სარესტავრაციო პროექტი მოიცავს ღონისძიებების სრულ სპექტრს. კერძოდ, ჩატარდება საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, მოეწყობა რგოლური დრენაჟი, გადაეწყობა დაბზარული მზიდი კედლები და სრულად განახლდება სართულშუა გადახურვები.
„ასევე მოეწყობა ხის ახალი კონსტრუქცია და სახურავი დაიფარება თუნუქის ფურცლებით; აღდგება და რესტავრირდება მტკვრის სანაპიროსა და თაბუკაშვილის ქუჩის მხარეს არსებული ხის შუშაბანდები და ა.შ. თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ისტორიული შენობა სრულად რეაბილიტირდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, აღდგება ერკერების დეკორატიული ელემენტები და ისტორიული კარ-ფანჯრები; იგეგმება ფასადების შეღებვა და მასალების შერჩევა განხორციელდება ჩატარებული ლაბორატორიული/ფერის კვლევის საფუძველზე, შესაბამისი სპეციალისტების უშუალო მეთვალყურეობით.
პროექტის მიზანია დაზიანებული ისტორიული შენობის გადარჩენა, მისი კონსტრუქციული გამაგრება და ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის მაქსიმალური სიზუსტით აღდგენა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2029 წლის მარტში დასრულდება.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










