თათია სამხარაძეზე თავდასხმები მისი სამოქალაქო აქტივიზმის საპასუხოდ ხდება - HRH

საზოგადოება 1679931701    168

სამხარაძე

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის განცხადებით, თათია სამხარაძეზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმა მისი აქტივიზმის პასუხია, რადგან იგი მხარს უჭერს იმ ქალებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდნენ.

მათივე განცხადებით, პროსახელისუფლებო მედია აქტიურად ცდილობს სამხარაძეზე დეზინფორმაციის გავრცელებას მისი დისკრედიტაციის მიზნით.

ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს სამხარაძეს და შსს-ს მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული დაცვის მექანიზმები, რათა შეწყდეს თათია სამხარაძის დევნა.

"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი სრულ სოლიდარობას უცხადებს თათია სამხარაძეს, რომელიც ბოლო დღეების მანძილზე თავისი აქტივიზმის გამო პროსახელისუფლებო ტელევიზიების მსხვერპლი გახდა.

გუშინ, 26 მარტს თათია სამხარაძემ თავის Facebook გვერდზე გაავრცელა ვიდეო იმის დასტურად, რომ ტელეკომპანია "PostTV" მასზე გაკეთებულ სიუჟეტში იტყუებოდა, თითქოს ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ იყო გატაცებული, მისი ბინიდან ვერ გამოდიოდა და ჰქონდა ჩალურჯებები.

სამხარაძის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით კი, მას "PosTV"-ის ჟურნალისტები და სხვა ჯგუფები კვლავ სადარბაზოსთან ყარაულობენ.

თათია სამხარაძეზე ორგანიზებული თავდასხმა აშკარადაა პასუხი მის აქტივიზმზე. ბოლო დღეებში “PosTV”-ის დამფუძნებელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. თათია სამხარაძემ 2019 წელს მოუგო რამიშვილს საქმე, როდესაც სასამართლომ დადგინდა, რომ სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს აქტივისტის სასარგებლოდ მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ამჟამად სამხარაძეზე თავდასხმები მისი სამოქალაქო აქტივიზმის საპასუხოდ ხდება, რამდენადაც ის გვერდში უდგას იმ ქალებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდნენ. ცხადია, რომ პროსახელისუფლებო მედია აქტიურად ცდილობს სამხარაძეზე დეზინფორმაციის გავრცელებას მისი საჯარო პროფილის დისკრედიტირებისთვის.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული დაცვის მექანიზმები, რათა შეწყდეს თათია სამხარაძის დევნა და უზრუნველყოფილ იქნას მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

სხვადასხვა საერთაშორისო აქტების თანახმად, საქართველოს აქვს ვალდებულება დაიცვას უფლებადამცველები ძალადობის, მუქარის, დევნის და დაშინებისგან როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორების მხრიდან. ქალი უფლებადამცველები და აქტივისტები ხშირად განსაკუთრებული და ორმაგი წნეხის მსხვერპლნი არიან - როგორც ქალები და შემდეგ როგორც უფლებადამცველები, ამიტომ ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თათია სამხარაძეზე განხორციელებულ თავდასხმებს და უნდა შეწყდეს მისი დევნა", - წერს ორგანიზაცია. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი
„ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო“ - იან კელი ღარიბაშვილს

„ცუდი ანალიზია და ამაზე უარესად შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება თავისი სუვერენიტეტის ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო? “ - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ...

პოლიტიკა 1685465201

მიშელი
„ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია“ - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ტვიტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ....

პოლიტიკა 1685462135

წავკისი
წავკისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის  შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.   ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე  საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნ...

საზოგადოება 1685462057

პრიგოჟინი
„ნუ ცრუობთ“ - პრიგოჟინი რუსულ პროპაგანდას სიცრუეში ამხელს

ვაგნერის ხელმძღვანელი რუსულ პროპაგანდას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რუსული ჯარი წინ ვერ წავა. ევგენი პრიგოჟინი ასევე უკრაინულ არმიას აქებს და ამბობს, რომ ისინი ფრონ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1685460921

ხაინდრავა
„გოვორიტ მოსკვა“ - რას წერს გოგა ხაინდარავა რასა იუკნევიჩიენზე

„გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის "ზა პერესტროიკუ"-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარი...

სოცმედია 1685460818

ჯაფარიძე
„თქვენ რომ იყოთ რომელიმე ნატოს წევრი ქვეყანა და ასეთი სირ@ბა გესმოდეთ ქვეყნის დეფაქტო პრემიერისგან, რას იზამდით?“ - ზურაბ ჯაფარიძე

11-12 ივლისს ვილნიუსში არის ნატოს სამიტიდღეს ღარიბაშვილმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა პუტინის გზავნილი - თითქოს რუსეთი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა რომ ნატოს გაფართოება შეეჩერებინათავი რომ დავანებოთ იმას რომ ე...

პოლიტიკა 1685460708