თბილისის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, უკანონო მშენებლობებისგან თავი შეიკავონ
საზოგადოება • 1747826851
თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ, ნებართვის მისაღებად მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართონ.
როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
„ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, რომელიც დღესაც პრობლემაა. მიმდინარე წელს ინსპექციის მიერ უკვე შეჩერებულია 118 უკანონო მშენებლობა, მათ შორის, სახელმწიფოსა და თვითმმართველის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. ასეთ შემთხვევაში, სამართალდამრღვევი ყოველ ჯერზე ჯარიმდება 50 000 ლარით, მეორე ჯერზე კი კანონმდებლობის დაუმორჩილებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ასევე, ინსპექცია უფლებამოსილია, განახორციელოს უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ჩვენი ინიციატივით, ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობების მიმართულებით, კანონმდებლობა 2019 წლიდან გამკაცრდა და გაიზარდა ფინანსური სანქციები. ასევე, ობიექტის მშენებლობის შეჩერების დაუმორჩილებლობასა და სამუშაოების გაგრძელებაზე შემოვიღეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ, მიმართონ მერიის შესაბამის სამსახურებს ნებართვის მისაღებად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ის დრო, როდესაც უკანონო მშენებლობები სკვერებისა და სპორტული მოედნების ადგილზე მიმდინარეობდა, დასრულდა.
„ჩვენ არავის ვზღუდავთ მშენებლობაში, ოღონდ ეს უნდა იყოს სწორი, გამართული პროცესი ქალაქგეგმარებითად და ურბანულად. მიიღეთ ნებართვა. იქ, სადაც მშენებლობა მიუღებელია, ჩვენ ნებართვებს, რა თქმა უნდა, არ გავცემთ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო მშენებლობების აწარმოონ. ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ის დრო დასრულდა, როდესაც ვისაც სადაც და როგორც უნდოდა, იმას აშენებდა. ჩვენ დავამთავრეთ ის დრო, როდესაც ხდებოდა მიტაცება და გასხვისება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების და მათ ნაცვლად სამშენებლო სამუშაოების წარმოება. რეკრეაციული სივრცეები უნდა დარჩეს ქალაქს, მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331
დიპლომატი, გია ჯაფარიძე საერთაშორისო პატნიორებს ურჩევს, აამოქმედონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ, რათა საქართველოს მოქალაქეების დახმარება შეძლონ. ჯაფარიძის თქმით, ახლა საჭიროა ნაკლები საუბა...
პოლიტიკა • 1773055828
რომან გოცირიძე:როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსა...
სოცმედია • 1773055664
ორთოპედიული ბალიშების ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია. ეს პროდუქტი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, იქნება ეს რაიმე სახის პათოლოგია თუ უბრალოდ ძილის დარღვევა. ეს პრო...
ჯანმრთელობა • 1773055479
სალომე ზურაბიშვილი: ყაჩაღობაზე, კორუფციაზე, ძალადობაზე, მკვლელობაზე (თუ ვითომც თვითმკვლელობაზე), უწესო ცხოვრებაზე და კიდევ რაზე არა, ოცნების მაღალ თანამდებობების პირები თუ დაბალი ჩინოვნიკები არიან შემ...
პოლიტიკა • 1773054324
ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ალიანსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და დასძინა, რომ "ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი." კობა...
პოლიტიკა • 1773054177












