თბილისის მერი რადიოქალაქის პროექტის პირველი ეტაპის შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო

კალაძე კახა

მუხიანის დასახლებაში რადიოქალაქის პროექტის პირველი ფაზა დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

 


პროექტს თბილისის მერიის კონცეფციით ახორციელებს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი" („აჭარა ჯგუფში" შემავალი კომპანია), რომელმაც 2019 წელს, აუქციონის გზით შეისყიდა ყოფილი  რადიოქარხნის ტერიტორია.

 


კახა კალაძემ პროექტი შეაფასა და განმახორციელებელ კომპანიას მადლობა გადაუხადა.

 


„ჩვენ დაანონსებული გვქონდა რადიოქალაქის პროექტი. ეს არის ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია და გვქონდა იდეა ამ ტერიტორიის სწორად გამოყენების, რომ ყოფილიყო მრავალფუნქციური.  გამოვაცხადეთ ტენდერი ჩვენივე კონცეფციით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო აღნიშნული სივრცის განვითარება.

 


შეიქმნება კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი მუხიანში, სადაც ყველა თაობის ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლოს ამ ინფრასტრუქტურით. დღეს დავათვალიერეთ პროექტის პირველი ეტაპის დასრულებული სამუშაოები. ეს არის პადელის სამი კორტი, რესტორანი, კაფე, სამუშაო სივრცეები. ასევე გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაბამისი არეალები. ზოგადად, ძალიან მაგარი კონცეფციაა და მომავალი წლისთვის უნდა იყოს დასრულებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

 


ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე.

 


რადიოქალაქის სრული ტერიტორია 12 ჰა ფართობს მოიცავს, რომელიც 455 000 თბილისის მცხოვრებისთვის 5-15 წუთის მანძილზე მდებარეობს.


პროექტის ჯამური ინვესტიცია 90 მილიონ ლარამდეა. რადიოქალაქი  გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და ხელს შეუწყობს 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას, რაც შექმნის მრავალ  შესაძლებლობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

 

რადიოქალაქი გახდება ტექნოლოგიური სტარტაპების, საგანმანათლებლო პროგრამების, ტექ-კომპანიების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების თავშეყრის ადგილი. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს შორის ახალი კავშირებისა და ცოდნის მიმოცვლას.

 

ამ ეტაპზე, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ტერიტორიის ნაწილი, რომელიც სარეკრეაციო, სამუშაო, საკონცერტო, საგამოფენო და სპორტულ სივრცეებს აერთიანებს. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, რესტორანი და პადელის კორტები.

 

პროექტის გამორჩეული ნაწილია ღონისძიებების სივრცე, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, 8 000-დან 10 000-მდე ადამიანს უმასპინძლოს. სივრცეში ჩატარდება მრავალფეროვანი შინაარსის ფესტივალები, ტექ-სამიტები, სახელოვნებო გამოფენები, საერთაშორისო ექსპოზიციები თუ კონცერტები. პროექტი 2025 წელს დასრულდება. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკოსები
"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ნიკა მელია გირაოს გადახდაზე

"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიე...

პოლიტიკა 1747249161

კობახიძე ივანიშვილი
ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი  

ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი  

პოლიტიკა 1747248970

პოლოლიკაშვილი
„თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება... ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს“ - ზურაბ პოლოლიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“    „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...

პოლიტიკა 1747240625

კახაძე
„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად“ - ივანიშვილის ლადო კახაძე MEGOBARI ACT-ის საპასუხო განცხადებაზე

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...

პოლიტიკა 1747239625

ლავროვი
ლავროვი სტამბოლის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747239517

ოქრუაშვილი
„ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს“

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.

სოცმედია 1747238593