თბილისის მერია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებსა და მიმდებარე ტერიტორიებს აწესრიგებს

 სასაფლაოებ

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში მუნიციპალური სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები მაქსიმალურად მოწესრიგდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა,  „თბილსერვის ჯგუფი“ სასაფლაოების მიმდებარედ ნარჩენებისთვის სპეციალურ  კონტეინერებს განათავსებს.

„ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მოსამზადებელ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ. კერძოდ, მიმდინარეობს სასაფლაოების მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები, რადგან ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ამ პერიოდში სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. პროცესში ჩართულნი არიან „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მუშაობენ.  დღესასწაულის დღეებში, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში განთავსდება ნარჩენებისთვის სპეციალური  კონტეინერებიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სასაფლაოებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების სამუშაოებს რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებდა შპს „ეკოსერვის ჯგუფიც“.

„ტერიტორიები გაიწმინდა წაქცეული ხეებისა და მომტვრეული ტოტებისგან. ამ ეტაპზე, ხორციელდება მათი სპეციალური ტექნიკით დამუშავება და გატანა. ასევე, პროცესში აქტიურად არიან ჩართულები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და რაიონული გამგეობების წარმომადგენლები, რომლებიც საჭიროების მიხედვით, სასაფლაოებთან მისასვლელ და შიდა გზებს აწესრიგებენ. გარდა ამისა, დღესასწაულის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან და ჭირისუფალთა სასაფლაოებზე მისვლის ინტენსივობიდან გამომდინარე, მობილიზებულია შპს „ჰერმესის“ გუნდი, რათა სასაფლაოების ტერიტორია იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. ვთხოვთ ყველა მოქალაქეს/ჭირისუფალს, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთად შევინარჩუნოთ ტერიტორიებზე სისუფთავე. არ დავტოვოთ ნარჩენები ტერიტორიის სხვადასხვა მონაკვეთზე და გამოვიყენოთ სპეციალურად განთავსებული ურნები. სასაფლაოებზე სისუფთავის დაცვა ჩვენი საერთო ვალდებულებაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპ თაუერი
თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ი აშენდება - The Wall Street Journal-ი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776583264

მირცხულავა
„ჯერ უფროსი შვილის ფანტომობით კვება საზოგადოება და მორალური ზიანი მოაყენა, მერე - მეორე შვილისადმი მთელი სამთავრობო ვერტიკალოს ლაქიაობის დემონსტრირება მოახდინა დ ისიც დააზიანა, ახლა მესამეს იმეტებს - რათა კაცო, რათა?“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...

სოცმედია 1776583076

ნეთანიაჰუ ტრამპი
„ისრაელმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეა“ - ტრამპი

„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...

მსოფლიო 1776582759

გლაგოლი
კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს - უკრაინის გენერალური პროკურორა

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1776582533

პროკურატურის შენობა თბილისში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტები - "საქართველოს პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...

კრიმინალი 1776582471

ჰორმუზის სრუტე
ჰორმუზის სრუტე ისევ დაიბლოკა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...

მსოფლიო 1776582355