თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს
საზოგადოება • 1741765821
თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, დღეიდან 31 მარტის ჩათვლით, დარეგისტრიდნენ პროფესიული გადამზადების პროგრამაში.
„ბევრი ადამიანია, ვინც სამსახურს ეძებს. პარალელურად, ბიზნესი განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან, რის შედეგად, ვიცით ყველა ის სფერო და მიმართულება, სადაც პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. ამიტომ, წამოვიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომელიც ხელს უწყობს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, კიდევ უფრო გაზარდოს თავისი პროფესიონალიზმი. კერძოდ, მოხდება მათი გადამზადება, ასევე, დავეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში პროფესიულ მომზადება/გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათი დასაქმების ხელშეწყობას.
„არნიშნული პროგრამა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე გადამზადება, ცხადია, უფასოა. ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი თავის თავზე იღებს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ 10 ათასამდე მოქალაქეს დავეხმარეთ და მივეცით შესაძლებლობა, გადამზადებულიყვენ. დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს 70%. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებილია, თუმცა კიდევ გვაქვს გაუმჯობესების რესურსი. ამიტომ, დარეგისტრირდით აღნიშნულ პროგრამაში დღეიდან 31 მარტის ჩათვლით, ონლაინ რეგისტრაციის პლატფორმაზე dasakmdi.ge“, - განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 70-ზე მეტ სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროებში.
ამასთანავე, დედაქალაქის მერის განცხადებით, წელს დაემატება 10 ახალი პროგრამა, მათ შორის, ბრენდდიზაინის შემსწავლელი კურსი, ინტერიერის დიზაინი, კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ადამიანური რესურსების მართვა, IT პროექტების მართვისა და ანალიზის შემსწავლელი კურსი, კერამიკული ნაკეთობის დამზადება, კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული პრობლემების ტექნიკოსის საქმიანობის შემსწავლელი კურსი და სხვა.
„ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძემ მას კალამი აჩუქა
საზოგადოება • 1771317613
თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...
საზოგადოება • 1771315236
ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...
სოცმედია • 1771314890
ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...
პოლიტიკა • 1771314236
მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე
სოცმედია • 1771312977
პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ბუსა ჟვანია და ძმები დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განა...
კრიმინალი • 1771312899












