თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას იწყებს
საზოგადოება • 1753866234
თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას იწყებს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაფინანსდებიან მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს.
„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას ვიწყებთ. პროგრამა გულისხმობს ახალი შესაძლებლობების შექმნას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. დაფინანსება საშუალებას მისცემს მათ, მოიპოვონ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, გააუმჯობესონ წარმოების პროცესები, გაზარდონ დასაქმებულთა რაოდენობა და მომხმარებლებს მიაწოდონ უფრო ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი.
პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან ის მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღებამეტა 500 000 ლარს. დაფინანსებას ექვემდებარება, როგორც პროდუქციის დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა/მანქანა-დანადგარები/ტექნოლოგია, ისე პროდუქციის დამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნისთვის საჭირო სხვა კატეგორია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საწყის ეტაპზე, მოთხოვნილი თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 20 000 ლარით, თანადაფინანსებაში განმცხადებლის თანამონაწილეობის პროპორციულობა კი შემდეგნაირად განისაზღვრება: 5 000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 10%; 5 001 – 20 000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 15%.
„რაც შეეხება შეფასების მეთოდოლოგიას, ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც ეფუძნება პროგრამის მიზნებსა და მხარდაჭერის ეფექტიანობას. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ აქტიური საწარმო და წარმოადგენენ რეალურ კონსტრუქციულ გეგმას იმ დანადგარის ან აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც არსებითად გააუმჯობესებს მათ საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ განაცხადებს, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ინვესტიცია გააუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს ან გაზრდის წარმოების მოცულობას და შექმნის დამატებულ ღირებულებას - პროდუქტის ხაზის დანერგვა, არსებული პროდუქტის გაუმჯობესება ან საწარმოო პროცესის ოპტიმიზაცია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე ინფორმაციით, განაცხადების მიღება დაიწყება დღეიდან და გაგრძელდება 15 კალენდარული დღის განმავლობაში. განაცხადის ფორმისა და საჭირო დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს
პოლიტიკა • 1762706988
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარყო უნგრეთის მხარის მტკიცება, რომ ბუდაპეშტი განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლებულია რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე ამერიკული სანქციებისგან. ვაშინგტ...
მსოფლიო • 1762705556
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი მერაბ ტურავა KriPoz-ის (კრიმინალური პოლიტიკის ჟურნალის) საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოიღეს | ამ...
პოლიტიკა • 1762705456
"მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ მე, არქიმანდრიტი დოროთე, დაცლილი ვარ სულიწმინდისგან. მე კი გეტყვი მიტროპოლიტო!!! როგორც რეზინაზე არ გადადის დენი, ისე შენზე არ გადმოვა სულიწმინდა. შენი სული მკვდარია დ...
სოცმედია • 1762705318
ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარამ პენტაგონის მაღალჩინოსნებთან ერთად კალათბურთი ითამაშა. კადრები საერთაშორისო მედიამ გაავრცელა. ალ-შარა აშშ-ის დედაქალაქში იმყოფება...
მსოფლიო • 1762705180
რა არის ბედნიერება და რა გზას გადის ადამიანი თავისუფლებისკენ - ვიდეო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
ეს საინტერესოა • 1762705071












