თბილისის მერია ვერის პარკის რეაბილიტაციას იწყებს

კ კალაძე

ვერის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება.

 

„ვერის პარკი ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მას გააჩნია როგორც საუბნო, ისე საქალაქო მნიშვნელობა. თავისი ფუნქციური დანიშნულებით ის გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა არსებული გეგმარებისა და აქტივობების შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და ახალი, გარემოსთვის შესაფერისი ფუნქციების ინტეგრაციას. ვერის პარკის რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისს შეემატება კეთილმოწყობილი, თანამედროვე საინჟინრო სისტემებით აღჭურვილი, თანამედროვე რეკრეაციული და გასართობი სივრცე, რომელიც მორგებული იქნება სხვადასხვა ინტერესებისა და ასაკის ნებისმიერ ადამიანზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის თქმით, პარკს დაემატება სანიაღვრე სისტემა,  ხოლო უსისტემო გაყვანილობები შეიცვლება და გრუნტში დაიმალება.

 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ორი საბავშვო მოედანი ასაკის მიხედვით - ერთიდან სამ წლამდე და სამიდან - 12 წლამდე ბავშვებისთვის; ასევე, მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე,  გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სასმელი წყლის სოკოები, საპარკო ავეჯი, მოსასვენებელი პავილიონი, სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, ბელვედერი, ადმინისტრაციული შენობა და საპირფარეშო. პარკში არსებული მრავალწლოვანი ხე-მცენარეები შენარჩუნდება და ამასთან, გამწვანებული სივრცეებიც გაჩნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლოლიკაშვილი
„თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება... ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს“ - ზურაბ პოლოლიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“    „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...

პოლიტიკა 1747240625

კახაძე
„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად“ - ივანიშვილის ლადო კახაძე MEGOBARI ACT-ის საპასუხო განცხადებაზე

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...

პოლიტიკა 1747239625

ლავროვი
ლავროვი სტამბოლის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747239517

ოქრუაშვილი
„ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს“

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.

სოცმედია 1747238593

სპეცრაზმი დევნა
„პოლიციელები მეუბნებოდნენ, რომ სადაც მიმიყვანდნენ, იქ გამაშიშვლებენ, გამაუპატიურებენ, მაშხალებს შიშველ სხეულზე მომადებდნენ და მაგით გამაუპატიურებდნენ“ - 32 წლის კაცი 2 დეკემბერის დაკავებაზე

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, 32 წლის კაცი 2 დეკემბერს პოლიციის მხრიდან გაუპატიურების მუქარას იხსენებს:"პოლიციის მანქანაში პოლიციელების მხრიდან იყო ძალიან ძლიერი...

პოლიტიკა 1747238076

კობახიძე ტრამპ
ტრამპის გუნდის პირველი პასუხი კობახიძის წერილზე

პირველი პასუხი კობახიძის წერილზე ტრამპის გუნდიდან - ჯო უილსონი შტატების პირველი პირისთვის ოლიგარქის პრემიერის გაგზავნილ წერილს უხამსობად აფასებს.   რესპუბლიკელი კონგრესმენი "ოცნებას" ივანიშვილის კრიმი...

პოლიტიკა 1747237644