თბილისის მერიამ ჯავახიშვილის N14-ში მდებარე ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დაასრულა

იტალიური შენობა ჯავახიშვილზე

ძველი თბილისის ისტორიული არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი დასრულდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამჯერად, ჯავახიშვილის N14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რეაბილიტირდა, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისშია აშენებული.

„ძველი თბილისი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ჩვენთვის განსაკუთრებულია. მათი მდგომარეობა არაა სახარბიელო, სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული. ჩვენ მათ ვაახლებთ და უკვე განვახორციელეთ კარგი პროექტები - დარეჯანის სასახლე, ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები. მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაცია. მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. ამჯერად, ჯავახიშვილის N14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრული რეაბილიტაცია დავასრულეთ. შენობა მეოცე საუკუნის დასაწყისშია აშენებული და  საფუძვლიანი რეაბილიტაცია დასჭირდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გამაგრდა შენობის საძირკველი და დაზიანებული ღიობები; სპეციალური მეთოდით შეივსო შენობის ბზარები;  შეიცვალა შენობის სახურავის შეფიცვრა და თუნუქის საფარი; მოეწყო სახურავის წყალსაწრეტი სისტემა; აღდგა ფასადის დეკორატიული ელემენტები; რესტავრირდა ლითონის კიბე, ასევე ხის აივნები,  კიბეები  და შუშაბანდები; რესტავრირდა ფასადზე განთავსებული დეკორატიული აივნები; ლითონის დეკორატიულ ნაჭედ  გისოსებსა და მოაჯირებს ჩაუტარდა  რესტავრაცია-აღდგენა; რესტავრირდა ლითონის  ჭიშკარი; გამოიცვალა და ნაწილობრივ რესტავრირდა კარ-ფანჯარა; დამონტაჟდა ლითონის ჭედური ცხაურები; მოწესრიგდა წყალმომარაგების, წყალარინებისა და ელექტრომომარაგების როგორც შიდა, ისე გარე ქსელი და კეთილმოეწყო ეზო.

ამასთან, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნული ისტორიული ძეგლის ამსახველი, რეაბილიტაციამდელი და რეაბილიტაციის შემდგომი ფოტომასალა წარმოადგინა.

„მესმის, რომ ქალაქში ბევრი ძეგლია, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია. ყველგან მივალთ, ყველას განვაახლებთ.  მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ძეგლი რესტავრირდეს და ასევე, მთლიანად უბნების რეაბილიტაცია მოხდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ჯავახიშვილის N14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და მისი ჯამური ღირებულება 2 250 000 ლარია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ანიტა
ახლა 1 ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია - 3 წლის ანიტას,რომელსაც მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა საზოგადოების დახმარება სასწრაფოდ სჭირდება

3 წლის ანიტა ლომიძეს დაუდასტურდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, მკურნალობას გადის თურქეთში , აჯიბადენის კლინიკაში, მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკვშირებული .  ჯერ მხოლოდ 3 თვეა კლინიკაში და 63 ა...

საზოგადოება 1632341564

წულუკიანი
მე საძრახისს ვერაფერს ვხედავ - თეა წულუკიანი "სისხლიან ბანერებზე"

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, ე.წ. "სისხლიან ბანერებზე" საუბრობს და აცხადებს, რომ "საძრახისს ვერაფერს ხედავს ამაში".   "სიძულვილს აღვივებს ის, რომ ყველა პოლიტიკოსის სახლ...

პოლიტიკა 1632336721

ნიკო კვარაცხელია
"მადლობა, დედი, იმ ლამაზი 22 წლისთვის, რომელიც ჩვენთან გაატარე..." - ნიკო კვარაცხელიას დედის წერილი

თბილისში, რამდენიმე დღის წინ მოკლული  22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედამ "სხვა ნანუკას" საზოგადოებისადმი მიძღვნილი მიმართვა გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "მე არ მქონდა უფლება ერთი წუთითაც დამ...

სოცმედია 1632336405

ცერცვაძე
"ფაიზერი" ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხნო, მართლა საბოტაჟს აწყობთ? - ცერცვაძე

ინფეციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგის ცერცვაძე, საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს: "„ფაიზერი“ გვაქვს. „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხნო, ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს? მაშინ აჩუ...

საზოგადოება 1632335300

ნანუკა გულუა
"ჩემი “ოცდაყველა”კიარა “ასყველა” წელი ღირდა რომ დავლოდებოდი!" - ნანუკა გულუა გათხოვდა

მსახიობი და ტელეწამყვანი , ნანუკა გულუა, გათხოვდა - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. "კახაბერ კაშია არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს რომვა...

სოცმედია 1632334783

აბაშა
სტიქია აბაშაში - მოსახლეობას წყალი სახლებში შეუვარდა

წყალდიდობა აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოში - დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართული. მიზეზი არასწორად დაპროექტებული ხიდია, რომელმაც ძლიერი წვიმის დროს მოვარდნილი წყლის ნაკადი ვერ გაატარა და მო...

შემთხვევა 1632334063