თბილისის მერიის მხარდაჭერით, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი იწყება
საზოგადოება • 1701347503

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო.
პროგრამის მეორე ეტაპს, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიისა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან თანამშრომლობით, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სამ სპორტულ ცენტრში განახორციელებს.
პროგრამის მიმდინარეობას თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი გაეცნობიან.
კომპლექსური სამედიცინო/შემოწმება სკრინინგის მეორე ეტაპს დიგიტალური სისტემებით ფიზიკური მზაობის ტესტირება დაემატა და მასში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი იქნება ჩართული.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ ტანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრთან, ფიგურული სრიალის სპორტულ ცენტრთან და სპორტისა და ახალგაზრდობის სპორტულ ცენტრთან მემორანდუმები გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, ცენტრების სპორტულ კომპლექსებში, თბილისში რეგისტრირებული 3-18 წლამდე 400-ზე მეტი ბენეფიციარი კომპლექსურ სამედიცინო შემოწმება/სკრინინგს გაივლის.
სამედიცინო შემოწმების დასრულების შედეგად, გაიცემა რეკომენდაციები სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობის და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ. სამედიცინო შემოწმება საერთაშორისო გაიდლაინებისა და იმ პროტოკოლის მიხედვით ხორციელდება, რომელიც სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიამ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიასთან ერთად მოამზადა.
პროგრამის პირველი ეტაპი 2023 წლის გაზაფხულზე განხორციელდა და მასში ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრების 500-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული.
მისამართი: მედეა ჯუღელის N1 („ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ)
დრო: 13:00 საათი
საკონტაქტო პირი: 593 61 66 70

"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიე...
პოლიტიკა • 1747249161

ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი
პოლიტიკა • 1747248970

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“ „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...
პოლიტიკა • 1747240625

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...
პოლიტიკა • 1747239625

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747239517

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.
სოცმედია • 1747238593