საზოგადოება • 1732970827
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან, კახა გულედანთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად, კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებარე შენობა დაათვალიერა. N50 საბავშვო ბაღი გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში შენდება.
კახა კალაძის თქმით, ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი გასულ წლებში მისი მძიმე ავარიული მდგომარეობის გამო განხორციელდა.
„უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოგვიწია ბავშვების სხვაგან გადაყვანა. განხორციელდა ძველი შენობის დემონტაჟი და ახლა ახალი პროექტი ხორციელდება. აგვისტოში დაიწყო სამშენებლო სამუშაოები და მომავალი წლის სექტემბერში დასრულდება, რომელიც ყველანაირად აღიჭურვება და მოწესრიგებული ეზო ექნება. მნიშვნელოვანია ამ ტიპის ინფრასტრუქტურის განხორციელება ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ბაღების მშენებლობას განვაგრძობთ. ამ ტიპის ბაღები, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო სტანდარტი, მთელი ქალაქის მასშტაბით გვინდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბაღის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. საბავშვო ბაღი 8-ჯგუფიანი იქნება და 230 აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღის პროექტი სრულად შეესაბამება ყველა იმ თანამედროვე სტანდარტს, რაც ბავშვთა უსაფრთხოებისთვის და სკოლამდელი დაწესებულების ავტორიზაციისთვის არის საჭირო.
მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და ალტერნატიულ ფართში განთავსებული კონტინგენტი ახალ შენობაში მომავალი წლის შემოდგომაზე დაბრუნდება. პროექტის ღირებულება 5,5 მილიონი ლარია.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.
პარტია გახარია-საქართველოსთვის განცხადებით, 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმური არ არის. პარტია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში არ მონაწილეობს და არალეგიტიმური...
პოლიტიკა • 1733999161
სასამართლო სტუდენტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს იხილავს. ამ წუთებში გიორგი ბრეგვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აქტივისტის, რომელიც ბეატრის გაზდელიანთან ერთად იმყოფებოდა აქციაზ...
პოლიტიკა • 1733999030
არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს, რომელზეც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ გატარებული ღონისძიებები მიმოიხილეს და სანქცირების...
პოლიტიკა • 1733998845
ომღერალი ქეთი მელუა "ინსტაგრამზე" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ძალიან ღელავს პროცესების გამო და ზუსტად ესმის, “რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში.“ მისი თქმით...
სოცმედია • 1733997248
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალი წარედგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გ...
კრიმინალი • 1733996810
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადების საპასუხოდ, აცხადებს: „გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად ვაცხადებ, რომ მთავარი არხის დახურვის გ...
პოლიტიკა • 1733996741
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი