თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციის კონცეპტუალურ პროექტს ესპანურ-იტალიური კონსორციუმი მოამზადებს, რაშიც 4 მლნ ევრო დაიხარჯება
საზოგადოება • 1751281928
თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციის კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად ხელშეკრულება დაიდო ესპანურ-იტალიურ კონსორციუმთან, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 4 მლნ ევროს შეადგენს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურების განახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუმცა, ამ მიმართულებით მთელი რიგი პრობლემებია, რადგან საქართველოში შესაბამისი კომპანიები ფიზიკურად არ არსებობენ.
„მეტროსადგურების რეაბილიტაცია-განახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვის. მეტრო არის ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს მეტროსადგურები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ განახლებასა და მოწესრიგებას. ამ მხრივ მთელი რიგი პრობლემები არის იმიტომ, რომ საქართველოში ფიზიკურად არ არსებობენ კომპანიები, თუნდაც პროექტის განხოციელების, ან სამუშაოების შესრულების მიმართულებით. შესაბამისად, ვთანამშრომლობთ
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტისთვის, ჯამურად, EBRD-ის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 55 მლნ ევროს შეადგენს.
„თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციის კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად ხელშეკრულება დაიდო ესპანურ-იტალიურ კონსორციუმთან, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 4 მლნ ევროს შეადგენს. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კონტრაქტორი კომპანიის მიერ 12 თვის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს თბილისის მეტროს 12 სადგურის კონცეპტუალური პროექტი, რაც საფუძვლად დაედება დეტალური პროექტირებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ტენდერს. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია მომდევნო 5 წლის განმავლობაში და თორმეტივე სადგური უნდა იყოს დასრულებული. EBRD-ის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი, ჯამში, შეადგენს 55 მლნ ევროს. ცხადია, ეს არის სესხი და ჩვენ, უცხოური კომპანიების ჩართულობით, რომლებსაც ამ მიმართულებით აქვთ დიდი გამოცდილება, შევძლებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთანავე, თბილისის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სადგურების ჩამონათვალი განისაზღვრა მათი არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და პრიორიტეტად განისაზღვრა ისეთი სადგურები, როგორიცაა „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“ და სხვა.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი იმ მღვდელმთავართაგან ერთ-ერთია, ვინც სინდისის პატიმრების შეწყალებაზე პატრიარქის მხრიდან საუბრის დაწყებას ემხრობა. როგორც სასულიერო პირმა “ტვ პირველი...
საზოგადოება • 1778607897
„მე არაემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერს ჩვეულებრივ ვხედავ და მიხარია. მე რომ ვიყო ციხე არ მექნებოდა, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე საერთოდ იმას ვიძახი, ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილ...
პოლიტიკა • 1778601240
უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო | ინფორმაციას The Moscow Times პროსამთავრობო გამოცემა Kommersant-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778601094
შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება | ამის შესახებ კომპანიამ Starring Georgia შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. საუბარია...
პოლიტიკა • 1778601017
„ჩვენ მოვახდენთ ნაწილებისა და შეიარაღებული ძალების წერტილოვან მობილიზებას, რომ ისინი ომისთვის მოვამზადოთ. ღმერთმა ქნას, რომ მისი თავიდან აცილება მოხერხდეს. ჩვენ ვემზადებით ომისთვის“ | განაცხადა ბელარუ...
მსოფლიო • 1778600936
ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: როგორ ივსება პატიმრების ბარათები რომ იცოდეთ.სინდისის პატიმრები სრულად ჩემი პასუხისმგებლობაა. პირველი დღიდან ამ წუთამდე.4 ოქტომბრის პატიმრები რომ დაგვემატნენ, გამორიცხ...
სოცმედია • 1778600879












