„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება

საზოგადოება 1657092982    45

კალაძე

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დღეს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რამხელა ყურადღება ექცევა სტუდენტებისა და ახალგაზრდების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას და აქტივობებს. ბევრი საინტერესო პროგრამა დავაინიცირეთ, კულტურული, შემეცნებითი ღონისძიებები, რაც ძალიან კარგია.  თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, დასრულდა „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“,  რომლის ფარგლებშიც, განხორციელდა ტურნირები სპორტის 15 სახეობაში და კულტურული მიმართულების ტურები. ღონისძიების მასშტაბური დახურვა გაიმართება 6 ივლისს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც დაჯილდოვდებიან გამარჯვებული უნივერსიტეტები სხვადასხვა მიმართულებით, ასევე, გამოვლინდებიან გამარჯვებული უნივერსიტეტები კულტურის მიმართულებით. ღონისძიებაზე იქნება ახალგაზრდული ბენდის კონცერტი და დიჯეის პროგრამა. დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს და დაესწროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფესტივალში საქართველოში  მოქმედი 34  სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის  50 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

„ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ის ყოველწლიურად უფრო მასშტაბური და საინტერესო გახდება. მინდა, ვუთხრა სტუდენტებს, რომ დედაქალაქის მერიის მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა და თანადგომა. ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტებს შევთავაზებთ მათ. ასევე, მინდა, მივმართო სტუნდენტურ თვითმმართველობებს, რომ მათაც გამოიჩინონ ინიციატივა, წარმოადგინონ საინტერესო პროექტები. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ პროექტებს ფინანსურად და შესაძლებელი გავხადოთ მათი განხორციელება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა ზღვის ტალღებში ნებივრობს - სუპერსექსუალური ვიდეო

            View this post on Instagram                       A post shared by Salome Chachua (@salome_chachuaa)             View this post on Instagram                       A post shared by Salome C...

სოცმედია 1660941626

ასტროპროგნოზი
20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახალი ნაცნობობა კარიერული კუთხით დიდ წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საინტერესო გარიგებას გააფორმებთ და თქვენი ბიზნესი გაიზრდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგ...

ეს საინტერესოა 1660937656

ერეკლე საღლიანი
ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება

პოეტი ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება. „ერეკლე 31-ში ქალაქ სამსუნში მიემგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად არ შეგროვილა, თუმცა უკვე ოპერაციაზე ფიქრი შეიძლება. გა...

საზოგადოება 1660935891

ბორ
ბორჯომის ხეობაში ხანძარია (ვიდეო)

ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორჯომის ხეობაში, სავარაუდოდ, სოფელ ქვაბისხევთან ხანძარია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

შემთხვევა 1660935571

პუტინი
პუტინი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების დაშვებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს საფრა...

მსოფლიო 1660935241

აშშ საელჩო
"ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს" - აშშ-ს საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას და მიიჩნევს, რომ ასეთი კომპეტენტური...

პოლიტიკა 1660934919