თბილისში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რეგიონული ალიანსის ფორუმი გაიმართა

საზოგადოება 1695911464    33

საშვილოსნოს ყელის კიბო

თბილისში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ალიანსის რიგით მე-3 ფორუმი გაიმართა.

 

ფორუმში თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ კიღურაძემ და ამავე ცენტრის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

ღონისძიების მონაწილეებს გელა ჩივიაშვილმა სიტყვით მიმართა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, აღნიშნა, რომ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, მუნიციპალიტეტმა საპილოტე რეჟიმში დააფინანსა HPV ტესტირების პროცესი.

 

„თბილისის მერია, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს HPV ტესტირებას გარკვეული ასაკობრივი კატეგორიის ქალებში, როგორც თანამედროვე და ზუსტ დიაგნოსტიკას. ტესტირება 2021 წელს 1 000 ქალს ჩაუტარდა. იმის გარდა, რომ  HPV ტესტი გაცილებით ზუსტ სურათს იძლევა საშვილოსნოს ყელის დაზიანებებისა და კიბოს რისკის შესახებ, მისი ჩატარება PAP ტესტისგან განსხვავებით, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, ხუთ წელილადში ერთხელ იქნება საკმარისი, რაც მოგეხსენებათ, ფსიქოლოგიური ფაქტორიდან გამომდინარე გაცილებით კომფორტულია“, - განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა.

 

ფორუმის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამის ადგილობრივი სპეციფიკა, მიღწევები და ის შედეგები, რაც სამომავლო განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გაეზიარებინათ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის შედეგები და გამოწვევები, ესაუბრათ HPV ვაქცინაციასა და პროგრამის მენეჯმენტზე.

 

ფორუმი გაერო-ს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ალიანსი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 17 ქვეყნის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საკითხებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების მრავალსექტორულ გუნდებს აერთიანებს და მისი მიზანი საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის აღმოფხვრის, რეგიონული სტრატეგიის შემუშავებაა.

 

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში PAP–ტესტი, საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპია, ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური კვლევა პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, უფასოდ ტარდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეორადი პური
“მეორადი” პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში?” – რას წერს თამარ ბუჩუკური

"მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში  იყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკ...

სოცმედია 1702239900

ჩერგოლეიშვილი თამარ
“ეს ყველაზე ცუდი სცენარია” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"თუ ორბანს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვა გაუვიდა, გამოდის პუტინის ვასალ რეჟიმსაც მოსწმინდა პირი საქართველოში და თან ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებაც გამოუვიდა პუტინის გასახარა...

სოცმედია 1702239300

გაუპატიურება
„რომც მოკვდეს ციხეში, მკვდარიც არ მომიტანონ...“ - 48 წლის კაცი, 14 წლის შვილს 2 წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა

კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბის დეტალები - რომ არა სკოლა, 14 წლის გოგონას შემზარავი ისტორია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი "კურიერი P.S.-სს" უყვება,...

კრიმინალი 1702239000

პოლიცია
მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით - მამაკაცი ყოფილ ცოლს და დასახმარებლად მოსულ პირებს სასტიკად გაუსწორდა

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებ...

კრიმინალი 1702238700

დომენიკ მანგო
"ქართული ოცნება კიდევ 50 წელი არ შეიცვლება, თუ ეს ოპოზიცია ეყოლება საქართველოს" - რას აცხადებს დომენიკ მანგო (ვიდეო)

„ქართული ოცნების“  ალტერნატივა არ არსებობს, აცხადებს ბლოგერი დომენიკ მანო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. "ხომ უნდა არსეპბდეს ვინმე, ვისი მოყვანაც ხელისუფლებაში ღირს? რა დეპოლარიზაცია, რის დეპოლა...

სოცმედია 1702238460

მირცხულავა გოჩა
"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს..." - რას წერს გოჩა მირცხულავა

"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს - კინოთეატრ "გაზაფხულს", რომელიც აღგავეს მიწიდან და კინოთეატრ "რუსთაველს", რომელსაც სამომავლოდ, ალბათ, სასტუმროდ ამზადებენ და ახლა, სამარცხვინოდ, დიდი ბოქლომი ადევს. თუ...

სოცმედია 1702238100