თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტი დასრულდა

ბაღი

„საზაფხულო ბაღების პროექტი დასრულდა, რომლითაც თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წელი დაიხურა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

დედაქალაქის მერმა ბაღების ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

„15 500 ბავშვი გავაცილეთ სკოლებში და მინდა, მათ საუკეთესო მომავალი და წარმატებები  ვუსურვო. მნიშვნელოვანი იყო ეს წელი თბილისის ბაღებისთვის, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით. ბევრი ახალი პროექტი განხორციელდა - გასული სექტემბრიდან თბილისს შეემატა ხუთი საბავშვო ბაღი. ამჟამად მიმდინარეობს ბოლო სამზადისი სამი ახალი საბავშვო ბაღის გახსნისთვის. ასევე, ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში, ვაზისუბნის დასახლებაში ვგეგმავთ N124 საბავშვო ბაღის გახსნას, რომელიც 300-მდე ბავშვს მიიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროექტი ერთი და იგივე, ევროპული სტანდარტით ხორციელდება.

 

„გარდა ამისა, ვახორციელებთ ძველი ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იმისთვის, რომ მდგომარეობა ყველგან მოწესრიგდეს, იყოს ერთნაირი სტანდარტი. ყველამ იცის, რა მიდგომებია საბავშვო ბაღებთან მიმართებით, როგორ შენდება და როგორი სტანდარტი გვაქვს. გვინდა, ყველა საბავშვო ბაღი ყველგან აკმაყოფილებდეს ევროპულ სტანდარტებს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყველაფერი კეთდება, რომ ბავშვები აღზრდისა და განვითარების მიმართულებით ნორმალურ პირობებში იყვნენ. მომავალშიც გავაგრძელებთ არსებული ბაღების რეაბილიტაციას და მშენებლობას, თუ ამის საჭიროება იქნება და“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე
"ოცნება" "ჯერჯერობით წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან" - ირაკლი კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...

პოლიტიკა 1739204073

ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი
ცნობილია, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც საქართველოს შესახებ უნდა მიიღოს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....

პოლიტიკა 1739202888

სააკაშვილი სასამართლო
„საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში და მეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში კონკურენტი ვარ“ - მიხეილ სააკაშვილი

 მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლა ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მს...

პოლიტიკა 1739201128

კობახიძე
„ვამაყობთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში, ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რელიგიის დასაცავად“ - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კო...

პოლიტიკა 1739201047

კობახიძე ღარიბაშვილი
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში სტუმრებს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრად მოხსენიებულია ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე 11 თებერვალს სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე.  სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში კი სტუმრებს შორის საქარ...

პოლიტიკა 1739199422

ლონდა თოლორაია
სტრასბურგმა ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 22 იანვარს ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას "უფლებები საქართველოს" ავრცელებს.   გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიც...

პოლიტიკა 1739198853