„თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ განათავსონ სარემონტო ნარჩენი ქალაქის შემოგარენში და ქუჩებში არსებულ ურნებთან
საზოგადოება • 1753863665
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სპეცტექნიკის საშუალებით მუხათგვერდის გზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. არეალი გაიწმინდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.
„გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულის განმავლობაში მატულობს სარემონტო სამუშაოები, ამ მხრივ მდგომარეობა ამ სეზონზე რთულდება. მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილებში ყოველდღიურად გვხვდება სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავტომანქანის მეორადი ნაწილები და საბურავები. ამასთანავე, კონტეინერებში სამშენებლო ნარჩენის განთავსება იწვევს ნაგავმზიდი მანქანების დაზიანებას, რომლის შეკეთებაც საკმაოდ დიდ ხარჯებს და დროს მოითხოვს. დედაქალაქის მოსახლეობას მოვუწოდებთ, არ დაანაგვიანონ ქალაქის შემოგარენი, გამწვანებული სივრცეები და ქუჩები, ისარგებლონ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელსაყრელი, შეღავათიანი მომსახურებით“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.
ქალაქის შემოგარენში, ქუჩებში, სკვერებში, ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში და მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენის განთავსება აკრძალულია. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. მსგავსი ნარჩენის კანონიერად განთავსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე - https://tgservice.ge, https://www.tbsg.ge
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










