„თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქის შემოგარენში უკანონოდ არ განათავსონ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენი
საზოგადოება • 1762339491
გლდანის რაიონში, სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გზის ორივე მხარე საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან სპეცტექნიკით გაწმინდეს. ტერიტორია გაკონტროლდება, რათა აღარ მოხდეს ნარჩენების უკანონოდ განთავსება.
დასუფთავების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.
„ქალაქის შემოგარენში, ქუჩებში სამშენებლო ნარჩენის განთავსება აკრძალულია. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. ყოველდღიურად მოვუწოდებთ მოსახლეობას, კერძო კომპანიებს, ნუ დაარღვევთ კანონს, ერთად ვიზრუნოთ ამ ქალაქის სისუფთავეზე. ჩვენი კომპანია რამდენიმე სახის მომსახურებას სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. მოსახლეობისთვის საკმაოდ შეღავათიანი ტარიფებია, იწყება 9 ლარიდან. მიზერულ ფასად შეგვიძლია არასაყოფაცხოვრებო, სარემონტო ნარჩენის, ძველი ავეჯის, ნივთების ადგილიდან გატანა“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.
შესაბამისი სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე - https://tgservice.ge, https://www.tbsg.ge.
18 ივლისის ღამეს, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მიიტანეს იერიში. დარტყმის ქვეშ მოჰყვა ცნობილი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები მოსკოვისა და ტამბოვ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1784376000
18 ივლისის ასტროლოგიური ფონი შაბათის დღეს განსაკუთრებული ჰარმონიით, ესთეტიკის აღქმითა და ემოციური სტაბილურობით აცოცხლებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება იდეალურ პირობებს ქმნის სოციალური კონტაქტების...
ეს საინტერესოა • 1784319265
Nvidia-ს აქციები პარასკევს 3,7%-ით შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 4,8 ტრილიონ დოლარამდე დაეცა. თავის მხრივ, Apple-ის აქციები 0,4%-ით გაიზარდა და კომპანიის კაპიტალიზაციამ 4,9 ტრილ...
ეს საინტერესოა • 1784304545
საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784302346
Euromoney Awards for Excellence 2026-ის ფარგლებში, გალტ & თაგარტი საქართველოში კვლევების მიმართულებით საუკეთესო კომპანიად (Georgia's Best for Research) დასახელდა. Euromoney Awards for Excellence უკვე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784302200
საქართველოს ბანკი Euromoney Awards for Excellence 2026-ის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დასახელდა. Euromoney, გლობალური ფინანსური გამოცემა, Awards for Excellence-ი...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784300400








