"ტელეიმედი" და "სტუდია მაესტრო" 2500-2500 ლარით დაჯარიმდნენ

იმედი და მაესტრო

კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნოდ დებატების განუთავსებლობის გამო, ტელეკომპანია „იმედი" და „სტუდია მაესტრო" 2500-2500 ლარით დააჯარიმა,„ტელეკომპანია ქართულ არხს" კი გაფრთხილება მისცა - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

""ტელეიმედმა" და „სტუდია მაესტრომ" ეთერში 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, წინასაარჩევნო დებატები არ განათავსეს, ხოლო „ტელეკომპანია ქართული არხის" ეთერში დებატებთან ერთად, არც პოლიტიკური გადაცემები გასულა, რითაც საქართველოს კანონმდებლობა დაარღვიეს.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, საერთო მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის დროს გადასცეს წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში, რათა მოხდეს მაყურებლის ინფორმირება.

გამომდინარე იქიდან, რომ „ტელეიმედი" და „სტუდია მაესტრო" ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული კანონდარღვევისთვის უკვე გაფრთხილებული იყვნენ, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებს ჯარიმის სახით 2500-2500 ლარი დააკისრა. რაც შეეხება „ტელეკომპანია ქართულ არხს", ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაუწყებელს მსგავსი დარღვევა არ ჩაუდენია, შესაბამისად, მაუწყებელმა წერილობითი გაფრთხილება მიიღო" ,- ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიწისძვრა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, თოქათში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.  მედიის ცნობით, ბიძგები ადგილობრივებისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო, თუმცა, ამას მნიშვნელოვანი ზიანი არ უნდა გამოეწვი...

შემთხვევა 1713471840

გიორგი ფოფხაძე
"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატ@აკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში..." - გიორგი ფოფხაძე

"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატრაკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში... მიდით ბიძიკო, ახალგაზრდებო, გინდა საყურით იარეთ, გინდა გაჩეჩილი თმებით და გინდა თავგადაპარსულმა.....

სოცმედია 1713471720

გარდა
"მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა" - ქუთაისში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქუთაისში 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ახალგაზრდა ბიჭს გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი სა...

სოცმედია 1713471120

თეონა ცხომელიძე
"ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის იმ კანონს" - თეონა ცხომელიძე

"მოკლედ დღეს სადაც გადავამოწმე აქცია არ იყო დაგეგმილი, უცებ ეს ბავშვები მივიდნენ, ჭავჭავაძეც ააფრიალეს, რუსთაველიც გადაკეტეს და სიტყვითაც გამოდიან. ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის...

სოცმედია 1713470640

გია ხუხაშვილი
“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი" - გია ხუხაშვილი

“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი: ნორმალურ ბიზნესს, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვს განთავსებული, მათი საქართველოში ტრანსფერის არანაირი მოტივაცია არა აქვს. ასეთი მოტივა...

სოცმედია 1713470100

ნინო ჯანგირაშვილი
"ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე" - ნინო ჯანგირაშვილი

"ვუსმენ ქოცებს პარლამენტში, როგორ აპრავებენ ივანიშვილის ფულის გათეთრების კანონს. ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე, წარმოუდგენელია. მთავარი ტყუილი, რაც გააზეპირებინეს მონებს: რა...

სოცმედია 1713469800