თითქოს იმ პატარა გოგოს ხელი ჩაჰკიდეს და ჩაეხუტნენ, მე აღარ მტკივა სული - ნატა ვიბლიანი

ნატა ვიბლიანი

ნატა ვიბლიანის საქმეს, რომელმაც საზოგადოება ბავშვობის უმძიმესი ტრაგედიის, სისტემატური სექსუალური ძალადობისა და ჩვილის სავარაუდო მკვლელობის/გაყიდვის მხილებით შეძრა, ახალი განვითარება აქვს. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალის საჯარო განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო, მის ინტერესებს უფასოდ დაიცავს ადვოკატთა ძლიერი გუნდი.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ემოციურ მიმართვაში ნატა ვიბლიანი საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ამიერიდან მის საქმეს სამართლებრივად ტარიელ კაკაბაძე და მარიამ ბარსონიძე უხელმძღვანელებენ:

„ჩემო ძვირფასებო, მოგმართავთ ყველას. დღეს იმაზე მეტად ბედნიერი ვარ, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო. მთელი ცხოვრება მარტო ვიყავი, ახლა კი ჩემი საქართველოა ჩემს გვერდით. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე.

ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში ჩემს გვერდით, სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, დადგა ბატონი ტარიელ კაკაბაძე თავის უძლიერეს გუნდთან ერთად. დღეიდან ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება ჩემი – ნესტან (ნატა) ვიბლიანის საქმეს, გთხოვთ, მიმართოთ ბატონი ტარიელის გუნდის წევრს, ძვირფას ადამიანსა და ადვოკატს, ქალბატონ მარიამ ბარსონიძეს.

ყველა საკითხი უნდა შეთანხმდეს ქალბატონ მარიამთან – იქნება ეს კერძო პირი, ტელევიზია, ჟურნალისტი თუ დამოუკიდებელი ორგანიზაცია. არ არსებობს სიტყვები, რომლებითაც ჩემი სიხარულის გადმოცემას შევძლებდი. თითქოს იმ პატარა გოგოს ხელი ჩაჰკიდეს და ჩაეხუტნენ. მე აღარ მტკივა სული, ჩემო საქართველო. მიყვარხართ!“

შეგახსენებთ, რომ ნატა ვიბლიანი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, 35 წლის წინ, ჭუბერის თემში მომხდარ უმძიმეს დანაშაულებზე ყვება. იურისტების შეფასებით, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ წამებასა და სექსუალურ ძალადობას ეხება, ამ ეპიზოდებს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია, რაც დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის სამართლებრივ შესაძლებლობას დღესაც იძლევა.

ნატა ვიბლიანის ისტორია ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე

სექსუალური ძალადობა ბავშვზე, გაუჩინარებული ჩვილი და გარიყვა სოფლიდან – ნატა ვიბლიანის მძიმე აღსარება და 35 წლის შემდეგ დაწყებული გამოძიება

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400