„თითქოს თავზე დაგვაწვა ბნელი ღრუბელი, ბოლომდე გვჯეროდა, რომ სადღაც, რაღაც სხივი გამოაღწევს ამ სიბნელეში – კარგიც მინახავს ცხოვრებაში, ცუდიც, მაგრამ ჩემი შვილებისთვის უკეთესი მინდა, ამისთვის ვიბრძვი“ – ქალი ცნობილი კადრიდან

ქალი და გოგო

გუშინ, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და საბოლოოდ დაამტკიცა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებმა კვლავ საპროტესტო აქცია გამართეს.

„ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას 9 აპრილის ქუჩაზე [ყოფილი ჩიტაძის ქუჩა] დილიდან შეკრებილ მოქალაქეებში განსაკუთრებულად ემოციური რეაქცია მოჰყვა.

სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ განიცდიდნენ მოქალაქეები ამ გადაწყვეტილებას – ზოგიერთმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო, დემონსტრანტების ნაწილი კი მათ წინ მობილიზებულ პოლიციას საყვირებითა და შეძახილებით მიმართავდა.

საზოგადოებამ განსაკუთრებულად დაიმახსოვრა ერთ-ერთი ემოციური კადრი, სადაც ჩანს, ცრემლიანი მოზარდი გოგო, რომელსაც მის გვერდით მდგომ ქალზე ხელი აქვს ჩაკიდებული.

როგორც აღმოჩნდა, პროფესიით მხატვარი ქალბატონი – ირა ლავრინენკო, მოზარდს საერთოდ არ იცნობდა, მათი შეხვედრა და ემოციების გაზიარება, სწორედ ამ აქციაზე შედგა.

ირა ლავრინენკო „პალიტრამედიასთან“ ინტერვიუში იხსენებს იმ ემოციებს, რომელიც 28 მაისის საღამოს, „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ დაეუფლა:

„ძალიან ბევრი ხალხი ვიდექით, თითქოს ყველანი რაღაცა განაჩენის მოლოდინში… ტელევიზორთან რომ ზიხარ, ეს ემოციები არ გაქვს, იმ ადამიანებთან ერთად თითქოს თავზე დაგვაწვა რაღაცა ბნელი ღრუბელი და ბოლომდე გვჯეროდა, რომ სადღაც, რაღაც სხივი გამოაღწევს ამ სიბნელეში.

როდესაც მივხვდით, რომ უკვე ყველაფერი დამთავრდა, რაღაც ისეთი მქონდა… ჩემდა უნებურად ტირილი დავიწყე, არ ვარ მტირალა ადამიანი, მაგრამ ეტყობა ეს ბოლო თვეები ყველას ისეთი სტრესი გვაქვს, რომ ტირილი წამსკდა. მერე წამოვიდა განრისხება ამ მოვლენის მიმართ და პირდაპირ ამ შავ სპეცრაზმელებთან წავედით.

მოკლედ, ყველა ერთად დავიძარით, სხვათა შორის, სულ ქალები და წინ გადავუდექით ამ რაღაც შავ მასას. პლასტმასის კაცები, აბსოლუტურად უმეტყველო თვალებით იდგნენ, ველაპარაკებოდით, არც მახსოვს რეებს ვეუბნებოდით, ვტიროდი… უცბად ეს პატარა გოგო, არ ვიცი საიდან, ეტყობა ჩვენ გვერდზე იდგა, მოვიდა, გადამეხვია და ასე, ერთად ვტიროდით ამ კაცების წინ.
 
ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ხე­ლო­ვა­ნი ირა ლავ­რი­ნენ­კოა, რომლის გვერდით თვალცრემლიანი გოგონა დგას.
არ ვიცი საიდან მოხდა ამ სურათის გადაღება, იმდენად ემოციური იყო, ვერ ვხედავდით, გარშემო რა იყო. ასე ვიდექით 2 წუთი, ისიც ტიროდა, მეც ვტიროდი… მერე ამ ბავშვის დამშვიდება დავიწყე: მეთქი არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება.

მე ვარ მხატვარი, ძალიან ბევრი წელია ვიბრძვი იმისთვის, რისთვისაც დღეს ვიბრძვი, დაწყებული საბჭოთა კავშირის დროიდან. მაშინ აკადემიაში ვსწავლობდი, იქიდან ვიპარებოდით და აქციებზე დავდიოდით, ამიტომაც ეტყობა უფრო განვიცდი, რომ მთელი ეს ჩვენი წლები წყალში გვეყრება, ფაქტობივად ჩაგვეყარა. ნუ, რაღაც მცირე მონაპოვარი ჩვენიც იყო ამ მთელ ისტორიაში, რაც დღეს ამ ქვეყანას პერსპექტივა აქვს.

რაც შეეხება აქციებს, სულ დავდივარ, ახლოს ვცხოვრობ და ჩემთვის პრობლემა არ არის, უბანში თანამოაზრეების ჯგუფი ჩამოვყალიბდით და ერთად დავდივართ. მე მაგალითად 3 შვილიშვილი და 2 შვილი მყავს, კარგიც მინახავს ამ ცხოვრებაში და ცუდიც, მაგრამ ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, რა თქმა უნდა, უკეთესი მინდა და ამისთვის ვიბრძვი, მათთან ერთად, მათ გვერდზე.

სადღაც გულის კუნჭულში მქონდა პატარა იმედი, რომ იქნებ რამდენიმემ მაინც გმირობა [გამოიჩინოს], ამ მთავრობის პირობებში ნორმალური საქციელი გმირობის ტოლფასი გახდა, რომ შენ ამ ჯოგის საწინააღმდეგოდ წახვიდე.“ – ამბობს ირა ლავრინენკო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სენატი.jpg
აშშ-ის სენატმა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" დაასრულოს

აშშ-ის სენატმა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" დაასრულოს. CNN წერს, რომ სენატის მიერ მიღებული ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამერიკის მთავრობის ხელახლა...

მსოფლიო 1762759316

ლენტიი
სპეცოპერაციების სერია საქართველოში - ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, დაკავებულია 13 პირი

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...

კრიმინალი 1762758491

შალვა პაპუშვილი
შალვა პაპუაშვილის "რჩევები" ბრიუსელს, თუ როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...

პოლიტიკა 1762758288

აქცია
„საქართველოში დემოკრატიის უკანასკნელი ნაპერწკალი ქრება“ - The Economist

საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...

პოლიტიკა 1762755863

ხაინდრავა
„300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არავინ გარშემო და სად არის, გაარაბდა საქართველო? სად არის ვაფშე კვალი მაგისი, არის?“ - გოგა ხაინდრავა

"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...

პოლიტიკა 1762753789

მეუფე შიო
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მიტროპოლიტი შიო

 "ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...

საზოგადოება 1762749519