თოვლი, ძლიერი ქარი და ყინვა - საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

ამინდი

საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ძლიერ ქარს და ყინვას პროგნოზირებენ.

Meteo.gov.ge-ის თანახმად, 13 დეკემბერს - პარასკევს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი და ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ, დღის ბოლოს დროგამოშვებით 28მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +3, +8°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალ მთაში დღისით -6, -1°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით და ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ, დღის ბოლოს დროგამოშვებით 28 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +5, +10°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალ მთაში დღისით -4, +1°.

14 დეკემბერს, შაბათს, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ, ღამით დროგამოშვებით შესაძლებელია 28 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -2, +3°, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -10, -5°, დღისით -5, 0°; მაღალ მთაში ღამით -20, -15°, დღისით -10, -5°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში თოვლი ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ, ღამით დროგამოშვებით შესაძლებელია 28 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -7, -2°, დღისით -4, +1°; მთაში ღამით -11, -6°, დღისით -6, -1°; მაღალ მთაში ღამით -14, -9°, ზოგან -22°-მდე, დღისით -10, -5°, ზოგან -17°-მდე.

15 დეკემბერს, კვირას, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. ღამით დასავლეთის, დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -4, +1°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -12, -7°, დღისით -1,+4°; მაღალ მთაში ღამით -20, -15°, დღისით -5, 0°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან თოვლი, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ, დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -10, -5°, ზოგან -14°-მდე, დღისით -2, +3°; მთაში ღამით -15, -10°, დღისით -5, 0°; მაღალ მთაში ღამით -17, -12°, ზოგან -22°-მდე, დღისით -6, -1°, ზოგან -10°-მდე.

თბილისში 13 დეკემბერს, პარასკევს ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში ტემპერატურა +9° გრადუსამდე მოიმატებს, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 20-25მ/წმ სიჩქარით. შაბათს მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, ტემპერატურა ღამით -2°, დღე +1°, იქროლებს ქარი ღამით 20-25მ/წმ სიჩქარით, დღე 17-22მ/წმ სიჩქარით. კვირას ტემპერატურა ღამით -5°, დღე +4°, მოსალოდნელია უნალექო, ღრუბლიანი ამინდი, შემცირდება ქარის სიჩქარეც.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკ
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ღონისძიება “შეხვედრები ბიზნესთან” გაიმართა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1771437323

ბაჩიაშვილი ივანიშვილი
„როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $, დღეს ბიტკოინის ფასი არის 67 128 $, ახლა თქვენ მიხვდით, რა მოხდა და როგორ“ - გოგა ხაჩიძე

გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...

სოცმედია 1771437079

გია ხუხაშვილი
„ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით“ - გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...

სოცმედია 1771431254

ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა - მედია

"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...

პოლიტიკა 1771427239

დავით კაკულია
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა“ - დავით კაკულია

“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...

კრიმინალი 1771426020

ბაჩიაშვილი
„ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" - პროკურატურა

ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...

პოლიტიკა 1771425172